|
რა არის საჯარო აუდიტი? |
საჯარო აუდიტის მიზანია საჯარო რესურსების მართვის დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასება, ასევე იმის დადგენა თუ რამდენად ეფექტიანად ხდება დასახული მიზნების მიღწევა. აღნიშნულის შეფასებით, აუდიტორი ეხმარება საჯარო სექტორს ანგარიშვალდებულებისა და ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებაში, აგრეთვე საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ნდობის განმტკიცებში. საჯარო აუდიტი უზრუნველყოფს:
აუდიტის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: -აუდიტის დაგეგმვის ეტაპი - ამ ეტაპზე აუდიტორი ახორციელებს აუდიტის ობიექტის საქმიანობის და შესაბამისი შიდა კონტროლის სისტემების შესწავლას, ასევე ადგენს არსებითობის დონეს და ახდენს მნიშვნელოვანი აუდიტორული რისკების იდენტიფიცირებას. -ადგილზე შესასრულებელი სამუშაოების ეტაპი, რომლის დროსაც ხდება შესაფერისი, საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც აუდიტის დასკვნის გაცემის საფუძველია. -აუდიტის ანგარიშგების ეტაპი, რომლის დროსაც ხდება მიღებული შედეგების შეფასება, დასკვნების გამოტანა, გამოვლენილი უზუსტობების აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციების მომზადება, ასევე აუდიტის ანგარიშის შედგენა, დამტკიცება და დასკვნის გაცემა. -აუდიტის ბოლო ეტაპს წარმოადგენს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, რომლის დროსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური განიხილავს აუდიტის ობიექტის მიერ რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას წინასწარ დადგენილი ვადების მიხედვით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს სამი სახის საჯარო აუდიტს:
|
|