|
ხარისხის უზრუნველყოფა |
2011 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რაც არის გარანტი იმისა, რომ სამსახურის საქმიანობა:
დეპარტამენტი ხელმძღვანელობს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტით (ISQC 1, ISSAI 40, ISSAI 1220), როგორც ინსტიტუციურ, ისე ინდივიდუალური აუდიტების დონეზე. ინდივიდუალური აუდიტების დონეზე ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, ამოწმებს აუდიტის დაგეგმვის, პროცესებისა და პროცედურების ხარისხს, განაზოგადებს საუკეთესო პრაქტიკას და ავლენს იმ მიმართულებებს, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას. ხარისხის კონტროლის დანერგვა - გულისხმობს ორეტაპიანი სისტემის ჩამოყალიბებას აუდიტორული პროცედურების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვის უზრუნველსაყოფად: ხარისხის კონტროლი აუდიტის მიმდინარეობისას (Hot Review) იძლევა აუდიტის ხარისხის საბოლოო ანგარიშის გამოცემამდე მის გაუმჯობესების შესაძლებლობას; ხარისხის უზრუნველყოფა დასრულებული აუდიტის შეფასებით (ColdReview) იძლევა აუდიტის მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობლემების განზოგადებისა და მეთოდოლოგიის სრულყოფის შესაძლებლობას. სახელმწიფოს აუდიტის სამსახურმა შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის მხარდაჭერით, შეიმუშავა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ხარისხის უზრუნველყოფის ინსტიტუციური პოლიტიკა - ემსახურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატისა და ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას, ინსტიტუციურ დონეზე ხარისხის კონტროლის სისტემის სწორად დანერგვასა და მართვას. ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო - წარმოადგენს აუდიტორთა და პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის განკუთვნილ მეთოდურ ინსტრუქციას, აუდიტის პროცესისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ხარისხის უზრუნველსაყოფად. ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორთან და წარუდგენს მას აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მიმოხილვის წლიურ ანგარიშს, რომლეშიც საქმიანობა ინსტიტუციურად არის შეფასებული ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული კომპეტენციების შემდეგ სფეროებში:
|
|