ბალანსირების პრინციპები, მისი გამოყენება ბუღალტრულ აღრიცხვაში

ბალანსირების პრინციპები.

ბუღალტრული ბალანსი

 

ბუღალტრული აღრიცხვის საგნის დაკონკრეტების მიზნით უნდა შევისწავლოთ რა სახის რესურსებს (საშუალებებს) ანუ აქტივებს განაგებს საწარმო და საიდან რა წყაროებიდან იღებს იგი მას, რა პროცესები და სამეურნეო ოპერაციები ხორციელდება საწარმოში.

ბალანსირება თანასწორობას ნიშნავს და ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსირების პრინციპი შემდეგი ტოლობით გამოიხატება:

 

ა ქ ტ ი ვ ე ბ ი  =  კ ა პ ი ტ ა ლ ი

 

აქტივები სამეურნეო სუბიექტის ეკონომიკურ რესურსებს წარმოადგენენ, რომლებიც მისი საკუთრებაა, მის განკარგულებაშია ან მის მიერ კონტროლირებადია, ღირებულება გააჩნია და სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად გამოიყენება. აქტივებს მიეკუთვნება: მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, პატენტები, ლიცენზიები, ფასიანი ქაღალდები, მასალები, მზა პროდუქცია, საქონელი, ფულადი საშუალებები, მოთხოვნები (მისაღები ანგარიშებ) და ა.შ.

ტოლობის მეორე მხარე, ,,კაპიტალი� საკუთარი და მოზიდული კაპიტალისაგან (ვალდებულებებისაგან) შესდგება. ისინი მართალია,  საერთოდ საწარმოს კაპიტალის შემადგენელი ნაწილებია, მაგრამ შინაარსით  ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და აქედან გამომდინარე, უმჯობესია ბალანსირების პრინციპი შემდეგი ტოლობით გამოისახოს:

 

აქტივები = ვალდებულებები + მფლობელთა კაპიტალი

              

აღნიშნული ტოლობა ფინანსური ანგარიშგების ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბუღალტრული ბალანსისთვის არის დამახასიათებელი და ამიტომ მას საბალანსო ტოლობასაც (ბალანსის ფორმულას) უწოდებენ.                         

ბალანსი ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთერთი ელემენტია, რომელიც დროის განსაზღვრული მომენტისათვის განზოგადებულად, ფულადი საზომით ასახავს საწარმოს აქტივებს, ვალდებულებებსა და კაპიტალს. ზოგადად, ბალანსი საწარმოს ფინანსურ პოზიციებს ასახავს, დროის განსაზღვრული მომენტისათვის, გამოხატულს ფულადი ფორმით.

ბუღალტრული ბალანსის მომზადება ბუღალტრული აღრიცხვის ერთერთი ძირითადი პრინციპის - ფულადი შეფასების პრინციპის საფუძველზე ხდება. ამ პრინციპის გათვალისწინებით, ბალანსში აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი  ეროვნულ ვალუტით აისახება.

ბუღალტრულ ბალანსში ასახული აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი ახასიათებს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას.

ბუღალტრული ბალანსი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის მზადდება. ჩვეულებრივ, საანგარიშგებო პერიოდად სრული 12 თვე (წელი) იგულისხმება.

ბალანსში საწარმოს აქტივები და მათი ფორმირების წყაროები  ბუღალტრული აღრიცხვის ერთ ერთი ძირითადი პრინციპის - ორმხრივობის პრინციპის საფუძველზე აისახება.  აქედან გამომდინარე, ბუღალტრულ ბალანსს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს აქტივები აისახება, ხოლო მეორე მხარეს _ ვალდებულებები და კაპიტალი. ბალანსში აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის თითოეულ დასახელებას ბალანსის მუხლი ეწოდება.

აქტივები ბუღალტრულ ბალანსში გრძელვადიან და მოკლევადიან (მიმდინარე) აქტივებად ჯგუფდება. გრძელვადიანი აქტივები ბალანსში მატერიალური, არამატერიალური და ფინანსური აქტივების სახითაა წარმოდგენილი.

გრძელვადიანი მატერიალური აქტივებია ძირითადი საშუალებები, რომელიც ბალანსში ან ზოგადი სახელწოდებით, ან გამსხვილებული ჯგუფების, მიწა, შენობა _ ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. მიხედვით აისახება.

ძირითადი საშუალებების მსგავსად, ზოგადი სახელწოდებით, ან გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით აისახება ბალანსში არამატერიალური აქტივები. ასეთი ჯგუფები შეიძლება იყოს: ლიცენზიები, კონცესიები, პატენტები, გუდვილი და ა.შ.

მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები ბალანსში აისახება სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, მოთხოვნების, ფულადი საშუალებებისა და მათი ექვივალენტების სახით.

აქტივების მსგავსად, ვალდებულებებიც ბუღალტრულ ბალანსში გრძელვადიან და მოკლევადიან ვალდებულებებად ჯგუფდება. გრძელვადიან ვალდებულებებს გრძელვადიანი სესხები და სხვა კრედიტები მიეკუთვნება.

მოკლევადიანი ვალდებულებებია:  მოკლევადიანი სესხები,  სავაჭრო და სხვა კრედიტორული დავალიანებები, საგადასახადო ვალდებულებები და ა.შ..

საკუთარი კაპიტალის ბალანსში ასახვა თავისებურებით ხასიათდება და იგი საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზეა დამოკიდებული. კაპიტალი ბუღალტრულ ბალანსში შეიძლება შემდეგი მუხლებით იყოს წარმოდგენილი: საწესდებო კაპიტალი, ან სააქციო კაპიტალი, გაუნაწილებელი (რეინვესტირებული) მოგება, სარეზერვო კაპიტალი.

ბალანსში მუხლები ლიკვიდურობის პრინციპით ჯგუფდება. ლიკვიდურობა  ფულად  გადაქცევის სისწრაფეს,  უნარს ნიშნავს. ბასს-ით ბალანსში მუხლები შეიძლება განთავსდეს ლიკვიდურობის ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით.  ორივე მიდგომა დასაშვებია და არ იზღუდება.

სიტყვა "ბალანსი" ლათინური წარმოშობისაა და "ორთეფშოვანს" ნიშნავს. იგი თანატოლობის მნიშვნელობით გამოიყენება და ბალანსის მხარეების ჯამის ტოლობით გვევლინება.

ბალანსის თითოეული მხარის ჯამს ბალანსის ვალუტა ან ერთმანეთის ტოლობიდან გამომდინარე, უბრალოდ, ბალანსი ეწოდება.

საერთოდ, ნებისმიერი ანგარიშგება და მ. შ. ბუღალტრული ბალანსი, მოიცავს სათაურს, ძირითადი განაყოფებისა და ქვეგანაყოფების დასახელებებს.

სათაურში მოცემული უნდა იყოს:

1.   საწარმოს დასახელება და იურიდიულ-სამართლებრივი ფორმა;

2.   ფინანსური ანგარიშგების დასახელება;

3.   შედგენის თარიღი ან დროის პერიოდი, რომელსაც ანგარიშგება მიეკუთვნება.

      ბალანსის სათაურში მოცემული უნდა იყოს, რომელი საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ასახავს იგი და რომელი თარიღისათვის. მართალია, ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მომხდარი ოპერაციების შედეგად აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ბალანსის ტოლობა არ დაირღვევა და აქტივები ისევ ტოლი იქნება ვალდებულებებს პლიუს საკუთარი კაპიტალი.

ფორმის მიხედვით, ბალანსი შეიძლება მომზადდეს:

 

�         ჰორიზონტალური (ორმხრივი) ფორმატით;

�         ვერტიკალური (ცალმხრივი) ფორმატით.

 

ცხადია, ბალანსის ორივე ფორმატი გამოიყენება, მაგრამ სადღეისოდ, პრაქტიკულად, ვერტიკალური ფორმატია გავრცელებული.

ჰორიზონტალური ფორმატის ბალანსს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს მოცემულია აქტივები, მეორე მხარეს კი, ვალდებულებები და კაპიტალი.

                                                              ცხრილი 2.

                                                                                                                    შ.პ.ს. "საბა"

ბალანსი

2008 წლის 31 დეკემბრისათვის

(ჰორიზონტალური ფორმატი)

აქტივები

თანხა

ვალდებულებები და კაპიტალი

თანხა

მიმდინარე აქტივები

 

მიმდინარე ვალდებულებები

 

ფულადი საშუალებები

12500

ვალდებულებები მოწოდებით

17000

მოკლევადიანი ინვესტიციები

15000

გაცემული თამასუქები

20000

მოთხოვნები

35000

საგადასახადო ვალდებულებები

15900

მარაგები

25000

დარიცხული ვალდებულებები

10000

სულ მიმდინარე აქტივები

87500

სულ მიმდინარე ვალდებულებები

62900

გრძელვადიანი აქტივები

 

გრძელვადიანი ვალდებულებები

 

ძირითადი საშუალებები          

 

გრძელვადიანი სესხები

50000

მიწა

50000

სულ ვალდებულებები

112900

შენობა-ნაგებობები

55000

საკუთარი კაპიტალი

 

მანქანა-დანადგარები

60000

პარტნიორთა კაპიტალი

174600

სატრანსპორტო საშუალებები

35000

სულ კაპიტალი

174600

სულ გრძელვად. აქტივები

200000

 

 

სულ  აქტივები

287500

სულ ვალდებულ. და კაპიტალი

287500

 

ვერტიკალური ფორმატის დროს, ბალანსში ჯერ ჩამოითვლება აქტივები, შემდეგ კი ვალდებულებები და კაპიტალი.                   

           

ცხრილი 3

შ.პ.ს. "საბა"

ბალანსი

2008 წლის 31 დეკემბრისათვის

(ვერტიკალური ფორმატი)

აქტივები

ლარი

მიმდინარე აქტივები

 

ფულადი საშუალებები

12500

მოკლევადიანი ინვესტიციები

15000

მოთხოვნები

35000

მარაგები

25000

სულ მიმდინარე აქტივები

87500

გრძელვადიანი აქტივები

 

ძირითადი საშუალებები          

 

მიწა

50000

შენობა-ნაგებობები

55000

მანქანა-დანადგარები

60000

სატრანსპორტო საშუალებები

35000

სულ გრძელვადიანი აქტივები

200000

სულ  აქტივები

287500

ვალდებულებები და კაპიტალი

 

მიმდინარე ვალდებულებები

 

ვალდებულებები მოწოდებით

17000

გაცემული თამასუქები

20000

საგადასახადო ვალდებულებები

15900

დარიცხული ვალდებულებები

10000

სულ მიმდინარე ვალდებულებები

62900

გრძელვადიანი ვალდებულებები

 

გრძელვადიანი სესხები

50000

სულ ვალდებულებები

112900

საკუთარი კაპიტალი

 

პარტნიორთა კაპიტალი

174600

სულ კაპიტალი

174600

სულ ვალდებულ. და კაპიტალი

287500

 

ბალანსის ძირითადი განაყოფების შემდეგ მოცემული ხაზგასმა არითმეტიკულ მოქმედებას, შეკრებას ნიშნავს, ხოლო მისი შედეგი ჯამის სახით, ხაზის ქვემოთ ან გვერდით იქნება მოცემული, მაგალითად, ,,სულ მიმდინარე აქტივები�, ,,სულ ძირითადი საშუალებები�, ,,სულ ვალდებულებები�, ,,სულ საკუთარი კაპიტალი�, რაც შეეხება ბალანსის საერთო საბოლოო ჯამს, იგი ორი ხაზის გასმით გამოიყოფა: ,,სულ აქტივები�, ,,სულ ვალდებულებები და კაპიტალი�. ამგვარი დაყოფა ინფორმაციის მომხმარებელს ბალანსის მონაცემების წინა პერიოდის შესაბამის მონაცემებთან შედარების საშუალებას აძლევს.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბალანსში კაპიტალის ასახვა კონკრეტული საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზეა დამოკიდებული.

მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია საწარმოს სამი ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა: კერძო საწარმო, ამხანაგობა და კორპორაცია.

კერძო საწარმო ეს არის საწარმო, რომელიც ერთ პირს ეკუთვნის. საწარმო რომელიც ორ ან რამდენიმე პირს ეკუთვნის, ამხანაგობად იწოდება. იურიდიული თვალსაზრისით ორივე, კერძო საწარმოც და ამხანაგობაც, განუყოფელია მათი მფლობელისაგან.

კორპორაცია იურიდიული პირია, იგი წესდების საფუძველზე იქმნება და თავის აქციებს ავრცელებს (ყიდის) პირებზე, რომლებიც აქციონერებად იწოდებიან. კორპორაციის საკუთარი კაპიტალი ორი ნაწილისაგან შესდგება: აქციონერთა თავდაპირველი შენატანი სააქციო (საწესდებო) კაპიტალად იწოდება, ხოლო მოგება, რომელიც არ განაწილებულა აქციონერებს შორის, გაუნაწილებელი მოგება ან სარეზერვო კაპიტალია. ბუღალტრულ ბალანსში ისინი შესაბამისად აისახება:

 

ინდივიდუალური საწარმოს საკუთარი კაპიტალი

მფლობელის კაპიტალი

ლარი

კაპიტალი _ "საბა"

174600

  

ამხანაგობის საკუთარი კაპიტალი

მფლობელთა კაპიტალი

ლარი

კაპიტალი _ საბა

94600

კაპიტალი _ დაჩი

40000

კაპიტალი _ ელ&ელ

40000

სულ მფლობელთა კაპიტალი

174600

 

კორპორაციის საკუთარი კაპიტალი

 საკუთარი კაპიტალი

ლარი

სააქციო კაპიტალი

150000

გაუნაწილებელი მოგება

24600

სულ საკუთარი კაპიტალი

174600

 

ბუღალტრული აღრიცხვის მარტივი

სისტემა

 

როგორც ბალანსის ცხრილიდან ჩანს, აქტივები ორ ჯგუფად, მიმდინარე ანუ მოკლევადიან და გრძელვადიან აქტივებად იყოფა.

გრძელვადიან აქტივებს ბრუნვისგარეშე აქტივებს უწოდებენ, მიმდინარე ანუ მოკლევადიანი აქტივები კი, საბრუნავ აქტივებად იწოდებიან. საბრუნავი ეწოდება აქტივებს, რომლებიც ერთი წლის ან ერთი საოპერაციო ციკლის (თუ იგი ერთ წელზე ხანგრძლივია) განმავლობაში მოიხმარება საწარმოს მიერ.

საოპერაციო ციკლი დროის ის პერიოდია, რომელიც საჭიროა საწარმოსათვის, რათა ფული გარდაქმნას საქონლად, საქონელი გაყიდოს და ისევ მიიღოს ფული. საოპერაციო ციკლი გამოიხატება ფორმულით:

ფული _ საქონელი _ ფული

საქონლის გაყიდვა და შედეგედ ფულის მიღება დროში შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს ე.ი. საქონლის გაყიდვა შეიძლება მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორებით და განვადებით, კრედიტით. აქედან გამომდინარე საოპერაციო ციკლი შეიძლება შემდეგი სახით წარმოგვიდგეს:     

საოპერაციო ციკლი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  საწარმოს საქმიანობაში ყოველდღიურად მომხდარი მოვლენები, რომლებიც ოპერაციად იწოდება, ბუღალტრულ აღრიცხვაში უნდა აისახოს. კერძოდ, მათი ასახვა საწარმოს ბუღალტრულ წიგნებში (რეგისტრში) ხდება. ბუღალტრულ წიგნებში ოპერაციის ასასახავად საწყისი ინფორმაციის შეგროვებაა საჭირო. ჩვეულებრივ, ასეთი ინფორმაცია პირველადი დოკუმენტების საფუძველზე აისახება. ცალკეული ოპერაცია, ცალკე პირველადი დოკუმენტით გაფორმდება. ერთმანეთისაგან განსხვავებული ოპერაციები ასევე, განსხვავებული დოკუმენტებითაა გაფორმებული. მაგალითად, ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობა_სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებით გაფორმება, საბანკო ანგარიშზე ფულის მოძრაობა გადახდის მოთხოვნებით, ჩეკებით და ა.შ.

განვიხილოთ ბუღალტრული აღრიცხვის მარტივი სისტემა საწარმოს დაარსებისას და შემდგომ მომხდარი ოპერაციების ასახვით.

შ.პ.ს. "საბა" საკონდიტრო საწარმოა, იგი დაარსდა  2006 წლის 1 მაისს.

მაისის თვეში ადგილი ჰქონდა შემდეგ ოპერაციებს:

მაისი: 1. დაარსდა შ.პ.ს. "საბა", დამფუძნებელმა ბანკში საწარმოს სახელზე გახსნა ანგარიშსწორების ანგარიში, რომელზეც შეიტანა 80.000 ლარი;

       5. კომპიუტერული ფირმა "ალტა"-საგან შეძენილია კომპიუტერი ოფისისათვის, მისი ღირებულება 10.000 ლარია, ფული გადახდილია   ანგარიშსწორების ანგარიშიდან;

      11. შეძენილია ავტომანქანა. საბანკო ანგარიშიდან, გადახდილია ანგარიშსწორების ანგარიშიდან 15.000 ლარი;

      13. შეძენილია ფირმა "ელიტა"-საგან საოფისე ტექნიკა ღირებულებით 18.000 ლარი, შემდგომი გადახდის პირობით;

      15. გადახდილია ფირმა "ელიტა"-ზე 10.000 ლარი;

      20. შ.პ.ს. "საბა"-მ გადაწყვიტა, რომ შეძენილი საოფისე ტექნიკა მას არ გამოადგებოდა და მიჰყიდა იგი ფირმა "ოქსინო"-ს 18.000 ლარად, 20 დღიანი განვადებით;

      25. შ.პ.ს. "საბა"-მ აიღო სესხად ფირმა "ხიდი"-საგან 10.000 ლარი;

      30. მიღებულია კლიენტისაგან ვალის დასაფარავად 9.000 ლარი.

 

ბუღალტრული აღრიცხვის ციკლი მოიცავს:

I საფეხური _ ინფორმაციის შეგროვება;

II საფეხური _ ოპერაციის ანალიზი;

III საფეხური _ საბალანსო ტოლობაზე ოპერაციის ზემოქმედების განსაზღვრა.

 

თითოეული ოპერაცია ცვლის ბალანსის ამა თუ იმ მაჩვენებელს (მუხლს) და შეიძლება ბალანსის ჯამსაც. მაგრამ საბალანსო ტოლობა, მიუხედავად აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ცვლილებისა, ყველა შემთხვევაში აუცილებლად დაცულ უნდა იქნას.

განვიხილოთ ზემოთ მოტანილი ოპერაციების ზემოქმედება ბალანსსა და საბალანსო ტოლობაზე:

 

1 ოპერაცია: შ.პ.ს. "საბა"-მ დააბანდა 80.000 ლარი ბიზნესში.

               აქტივები   =   ვალდებულებებს    +    კაპიტალი

ფული ბანკში       80000                       საკუთარი კაპიტალი     80000

         სულ       80000                                  სულ        80000

 

ანალიზი: გაიზარდა აქტივები, კერძოდ, ფულადი საშუალებები 80.000 ლარით; შესაბამისად გაიზარდა საკუთარი კაპიტალი 80.000 ლარით.

 

მე-2 ოპერაცია: შეძენილია კომპიუტერი 10000 ლარად, ფული გადახდილია ანგარიშსწორების ანგარიშიდან.               

               აქტივები   =   ვალდებულებებს    +    კაპიტალი

ფული ბანკში    70000                         საკუთარი კაპიტალი      80000

კომპიუტერი      10000

      სულ         80000                                   სულ       80000

 

ანალიზი: აქტივების შემადგენლობაში მცირდება ფულადი საშუალებები   10.000 ლარით და კვლავ აქტივები იზრდება ახალი აქტივის, კომპიუტერის სახით, რომელიც მიეკუთვნება ძირითადი საშუალებების ჯგუფს "საოფისე ტექნიკა", იგივე თანხით 10.000 ლარი. ბალანსის ტოლობა, ცხადია, არ დარღვეულა.

 

მე-3 ოპერაცია: შეძენილია ავტომანქანა 15.000 ლ., ფული გადახდილია ანგარიშსწორების ანგარიშიდან.

              აქტივები   =   ვალდებულებებს    +    კაპიტალი

ფული ბანკში    55000                           საკუთარი კაპიტალი     80000

კომპიუტერი      10000

ავტომანქანა      15000

        სულ        80000                           სულ                 80000

 

ანალიზი: მომხდარი ოპერაციით შემცირდა ფულადი საშუალებები ბანკში 15000 ლარით; შესაბამისად, იგივე 15000 ლარით    გაიზარდა ახალი აქტივი _ ავტომანქანა, რომელიც მიეკუთვნება ძირითადი საშუალებების ჯგუფს "სატრანსპორტო საშუალებები". 

 

მე-4  ოპერაცია: ფირმა "ელიტა"- საგან შეძენილია საოფისე ტექნიკა ღირებულებით 18.000 ლარი, შემდგომი გადახდის პირობით;

                 აქტივები   =   ვალდებულებებს    +    კაპიტალი

ფული ბანკში      55000                         საკუთარი კაპიტალი        80000

კომპიუტერი        10000                              

ავტომანქანა        15000  ვალდებულებები       18000

საოფისე ტექნიკა   18000

         სულ          98000       სულ           18000      სულ           80000

 

ანალიზი: მომხდარი ოპერაციით გაიზარდა აქტივები 18000 ლარით საოფისე ტექნიკის სახით. შესაბამისად, იგივე თანხით (18.000 ლ.) გაიზარდა ვალდებულებები მოწოდებით (გასანაღდებელი ანგარიშები ანუ კრედიტორული დავალიანებები). ბალანსის ჯამი ცხადია, 18000 ლარით გაიზარდა, მაგრამ ტოლობა  არ დარღვეულა.

 

მე-5  ოპერაცია: გასტუმრებულია ფირმა "ელიტა"-ს ვალი 10000 ლ. 

 

             აქტივები   =   ვალდებულებებს    +      კაპიტალი

ფული ბანკში      45000                       საკუთარი კაპიტალი       80000

კომპიუტერი        10000             

ავტომანქანა        15000    ვალდებილებები    8000

საოფისე ტექნიკა    18000

        სულ          88000    სულ            8000     სულ             80000

ანალიზი: აღნიშნული ოპერაციით, ფულადი საშუალებები შემცირდა 10.000 ლარით, რამაც შესაბამისად შეამცირა აქტივები. ასევე, გასანაღდებელი ანგარიშები შემცირდა 10.000 ლარით, რამაც ვალდებულებები იგივე თანხით შეამცირა, ე.ი. ბალანსის ჯამი შემცირდა 10.000 ლარით, ბალანსის ტოლობა, ცხადია, არ დარღვეულა.

 

მე-6 ოპერაცია: შ.პ.ს. "საბა"-მ გადაწყვიტა, რომ შეძენილი საოფისე ტექნიკა მას არ გამოადგებოდა და იგი მიჰყიდა ფირმა "ოქსინო"-ს 18.000 ლარად, გადახდის ვადის 20 დღიანი განვადებით.

                       აქტივები   =   ვალდებულებებს    +    კაპიტალი

ფული ბანკში      45000                          საკუთარი კაპიტალი    80000

მოთხოვნები        18000      ვალდებულება    8000

კომპიუტერი        10000              

ავტომანქანა        15000                                                                                                    

    სულ           88000    სულ            8000      სულ           80000

ანალიზი: აქტივების შემადგენლობაში გაიზარდა მოთხოვნები მიწოდებით 18000 ლარით, ხოლო მეორე აქტივი, საოფისე ტექნიკა, იგივე თანხით (18.000 ლ.) შემცირდა. აქტივების საერთო თანხა კვლავ 88.000 ლარია. აღნიშნული ოპერაცია არ შეხებია ვალდებულებებსა და კაპიტალს, ამიტომ მათი ცვლილება არ მომხდარა.

 

მე-7 ოპერაცია: შ.პ.ს. "საბა"-მ აიღო სესხი ფირმა "ხიდი"-საგან 10.000 ლარი.

             აქტივები   =   ვალდებულებებს    +       კაპიტალი

ფული ბანკში    55000                              საკუთარი კაპიტალი       80000

მოთხოვნები     18000     ვალდ. მიწოდებით   8000

კომპიუტერი     10000     სესხი             10000

ავტომანქანა     15000                                   

    სულ        98000       სულ          18000           სულ            80000

ანალიზი: აღნიშნული ოპერაციით გაიზარდა აქტივები ფულადი საშუალებების სახით 10.000 ლარით, შესაბამისად გაიზარდა ვალდებულება სესხის სახით 10.000 ლარით, ბალანსის ჯა