|
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშები |
სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია
ჩანაწერი, რომელიც ერთ, ცალკე აღებულ ოპერაციას შეესაბამება საჟურნალო ჩანაწერად იწოდება. სამეურნეო ოპერაციების მთავარი სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელშიც მომხდარი სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია ხდება პირველადი დოკუმენტების საფუძველზე, შემდეგი სახისაა:
ცხრილი 8 შ.პ.ს, "საბა" მთავარი ჟურნალი ჟ. 1
ჟურნალის წარმოების წესი შემდეგი თანმიმდევრობით წარმოგვიდგება:
1. ჟურნალის გვერდები ინომრება, მაგალითად, ჟ. 1, ჟ. 2 და ა.შ. იგი გამოიყენება ბუღალტრულ რეგისტრში _ მთავარ წიგნში ინფორმაციის გადატანის შესახებ აღნიშვნის გასაკეთებლად; 2. თითოეულ გვერდზე თარიღის სვეტში იწერება წელი, ხოლო შემდეგ თვე და რიცხვი. თვის შემდგომი ჩანაწერი მხოლოდ მისი შეცვლისას განმეორდება; 3. სადებეტო ანგარიშის დასახელება კეთდება უშუალოდ თარიღის შემდეგ სვეტში "ანგარიშის დასახელება"; 4. საკრედიტო ანგარიშის დასახელება კეთდება სადებეტო ანგარიშის დასახელების ქვევით, ოდნავ მარჯვნივ გაწეულად. საერთოდ, ასეთი გაწევა ანგარიშის დაკრედიტების მიმანიშნებელია; 5. კომენტარებში მოიხსენება შესაბამისი პირველადი დოკუმენტი და კეთდება საკრედიტო ანგარიშის დასახელების ქვევით მისგან მარჯვნივ გაწევით; 6. სვეტში "აღნიშვნა გადატანაზე" მიეთითება შესაბამისი ანგარიშის კოდი (შიფრი). ჩანაწერი კეთდება მთავარ რეგისტრში (წიგნში) ინფორმაციის გადატანისას; 7. დებეტის სვეტში იწერება სადებეტო ანგარიშის თანხა; 8. კრედიტის სვეტში იწერება საკრედიტო ანგარიშის თანხა;
მთავარ ჟურნალში რეგისტრირებული სამეურნეო ოპერაციები გადაიტანება მთავარ წიგნში (რეგისტრში), შემდეგი წესით: 1. მთავარი წიგნის ყველა ანგარიშს აქვს თავისი კოდი (შიფრი), რომელიც გამოიყენება გადატანის შესახებ აღნიშვნის გაკეთებისას; 2. სვეტში "მინიშნება" იწერება მთავარი სარეგისტრაციო ჟურნალის გვერდის ნომერი ამ ჟურნალიდან მთავარ წიგნში (რეგისტრში) ოპერაციის გადატანის დამთავრებისას. 3. მთავარ წიგნში (რეგისტრში) ოპერაციის თარიღი და სადებეტო თანხა გადაიტანება ჟურნალიდან; იმავდროულად გაიანგარიშება ახალი სალდო. 4. მთავარ წიგნში (რეგისტრში) ოპერაციის თარიღი და საკრედიტო თანხა გადაიტანება სარეგისტრაციო ჟურნალიდან. იმავდროულად გაიანგარიშება ახალი სალდო.
მაშასადამე, ბუღალტრულ აღრიცხვაში სამეურნეო ოპერაციების ასახვისას აუცილებლად დაცული უნდა იქნას შემდეგი თანმიმდევრობა: a. ყველა ოპერაცია ჯერ უნდა აისახოს მთავარ ჟურნალში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, შემდეგ კი, გადატანილ იქნას მთავარ წიგნში (რეგისტრში); b. მთავარ სარეგისტრაციო ჟურნალში ანგარიშების იგივე დასახელება უნდა იქნას გამოყენებული, რაც მთავარ წიგნშია მოცემული; გ. მთავარი ჟურნალის ჩანაწერებს შემდეგი სახე უნდა ჰქონდეს. ცხრილი 9 მთავარი ჟურნალი
საჟურნალო ჩანაწერების ფორმა საყოველთაოდ აღიარებულია და ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვა:
1. საკრედიტო ანგარიშის დასახელება სადებეტო ანგარიშის დასახელებისაგან ოდნავ მარჯვნივ უნდა იყოს გაწეული, ასევე, საკრედიტო თანხა _ სადებეტო თანხისაგან შესაბამისად, ოდნავ მარჯვნივ უნდა იყოს გაწეული. 2. ფულის ერთეულის ამსახველი ნიშანი "ლარი" ჟურნალში და რეგისტრში არ გამოიყენება; 3. აღნიშვნა გადატანაზე კეთდება მხოლოდ ოპერაციის გადატანის შემდეგ, როგორც ჟურნალში, ასევე მთავარ წიგნში. შევსებული სვეტი ნიშნავს, რომ ოპერაცია გადატანილია; 4. მთავარი წიგნის ანგარიშებში კომენტარები არ კეთდება, საჭიროების შემთხვევაში მათი პოვნა ჟურნალში შეიძლება. მაგალითისათვის მოვიტანოთ ფირმა "საბა"-ს ზემოაღნიშნული ოპერაციების მიხედვით შევსებული სარეგისტრაციო ჟურნალი და მთავარი წიგნის ანგარიშები, რომლებიც შემდეგ სახეს მიიღებს:
შ.პ.ს, "საბა" მთავარი ჟურნალი ჟ. 1
ბუღალტრული აღრიცხვის მთავარი ჟურნალიდან მთავარ წიგნში გადატანილი ოპერაციები შემდეგნაირად აისახება:
მთავარი წიგნი (რეგისტრი) ეროვნული ვალუტა ბანკში ანგარიში #
საწესდებო კაპიტალი ანგარიში #
სატრანსპორტო საშუალებები ანგარიში #
ოფისის აღჭურვილობა ანგარიში #
ვალდებულებები მოწოდებით ანგარიში #
მოთხოვნები მიწოდებით ანგარიში #
მოკლევადიანი სესხები ანგარიში #
საცდელი ბალანსი, მისი დანიშნულება
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, როდესაც პერიოდის განმავლობაში საწარმოში მომხდარი მოვლენები და ოპერაციები პირველადი დოკუმენტების საფუძველზე უკვე რეგისტრირებულია მთავარ ჟურნალში და გადატანილია მთავარ წიგნში (რეგისტრში), მზადდება საცდელი ბალანსი. საცდელი ბალანსი წარმოადგენს მთავარი წიგნის ყველა ანგარიშის უბრალო ჩამონათვალს შესაბამისი სალდოს მითითებით. ანგარიშები, რომლებსაც ნულოვანი სალდო აქვთ, საცდელ ბალანსში არ შეიტანება. საცდელი ბალანსის შედგენის მიზანია, ჯერ ერთი, თავი მოუყაროს ყველა ანგარიშს და ამით გაადვილოს ფინანსური ანგარიშგების მომზადება და მეორეც, შეამოწმოს დებეტებისა და კრედიტების ჩანაწერების ტოლობა. თუმცა ეს ტოლობა ჯერ კიდევ არ ადასტურებს, რომ ანგარიშებში შეცდომა დაშვებული არ არის, რამდენადაც შეიძლება მოხდეს, რომ რომელიმე ოპერაცია გამორჩენილია, ან გადატანილია სხვა ანგარიშზე, ან ორჯერ არის გადატანილი. 2006 წლის მაისის თვეში შ.პ.ს. "საბა"-ს მიერ განხორციელებული ოპერაციებით, რომლებიც უკვე რეგისტრირებულია მთავარ ჟურნალში და გადატანილია მთავარი წიგნის (რეგისტრის) ანგარიშებში, თვის ბოლოსათვის, 30 მაისისათვის მომზადებული საცდელი ბალანსი შემდეგი სახის იქნება: cxrili 10 შ.პ.ს. "საბა" საცდელი ბალანსი 30 მაისი, 2008 წ.
საყურადღებოა ის, რომ: 1. საცდელი ბალანსი არ წარმოადგენს ფინანსურ ანგარიშგებას; 2. საცდელი ბალანსი ანგარიშების დასახელებასთან ერთად მათ კოდსაც (შიფრს) შეიცავს. თუ საცდელი ბალანსის დებეტისა და კრედიტის თანხების ტოლობა დარღვეულია, დაშვებულია შეცდომა, რომელიც უნდა მოიძებნოს და გასწორდეს. შეცდომის მოსაძებნად საჭიროა: � განისაზღვროს დებეტისა და კრედიტის თანხებს შორის სხვაობა; � შემოწმდეს სწორად არის თუ არა ყველა ანგარიშის სალდო შეტანილი საცდელი ბალანსის შესაბამის სვეტში; � ხელახლა შემოწმდეს თითოეული სვეტის ჯამის სისწორე; � საცდელი ბალანსში ასახული ანგარიშების რაოდენობა შეუდარდეს მთავარი წიგნის სალდოების რაოდენობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი სწორადაა გადატანილი საჭირო სვეტში; � ხელახლა გავიანგარიშოთ მთავარი წიგნის ანგარიშების ყველა სალდო; � შემოწმდეს ჟურნალიდან ყველა გადატანა მთავარ წიგნში. აღრიცხვის დამამთავრებელ ეტაპს ფინანსური ანგარიშგების მომზადება წარმოადგენს, რომელიც საცდელი ბალანსის საფუძველზე ხდება. მაგალითად, ბუღალტრული ბალანსი, რომელიც საცდელი ბალანსის საფუძველზე მომზადდა შემდეგი სახისაა: შ.პ.ს. "საბა" ბალანსი 31 მაისი, 2008 წ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააღრიცხვო ციკლის ძირითადი ფაზე |
|