|
ბალანსირების პრინციპების გამოყენება სააღრიცხვო ციკლის დამთავრებისას |
ბალანსირების პრინციპების გამოყენება მოგების განსაზღვრისას
ჩვენ უკვე განვიხილეთ ბალანსირების პრინციპი და ვაჩვენეთ, თუ როგორ აისახება ზრდა და შემცირება სხვადასხვა საბალანსო ანგარიშებზე. ცხადია, დამფუძნებლები საწარმოში ფულს აბანდებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძინონ აქტივები და წარმოქმნან ვალდებულებები, ისინი ისწრაფვიან მიიღონ შემოსავალი, რაც ჩვეულებრივ, მოგებად იწოდება. მოგება იწვევს საწარმოს საქმიანობის შედეგად მფლობელის კაპიტალის ზრდას. საკუთარ დაბანდებასთან ერთად, მფლობელის კაპიტალზე გავლენას ახდენს სამი ძირითადი ფაქტორი: 1. შემოსავალი; 2. ხარჯი; 3. კაპიტალის ამოღება.
შემოსავლები მფლობელის კაპიტალის ზრდის წყაროა. იგი საწარმოს მიერ საანგარიშგებო პერიოდში საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) მიწოდების, აგრეთვე მოკლევადიანი ინვესტიციების შედეგად მიიღება, ზრდის აქტივებსა და ამცირებს ვალდებულებებს. შემოსავლები მაშინ ფიქსირდება, როცა მათი გამომუშავება მოხდა, ე.ი. როცა საწარმომ მოიპოვა მიწოდებული საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) განაღდების უფლება, მიუხედავად იმისა, განაღდება დაუყოვნებლივ ხდება თუ არა. რამდენადაც შემოსავლები ზრდიან მფლობელის კაპიტალს, მათ მიმართ ჩვეულებრივ, გამოიყენება დებეტისა და კრედიტის წესი; ე. ი. კრედიტში ჩანაწერი ზრდის, ხოლო დებეტში ჩანაწერი ამცირებს შემოსავლებს. ჩვეულებრივ, თითოეული სახის შემოსავლისათვის ცალკე ანგარიში იწარმოება. მაგალითად, ამონაგები რეალიზაციიდან, შემოსავლები პროცენტებიდან, შემოსავლები საკომისიო მოსაკრებლებიდან და ა.შ. ამ ანგარიშებზე შესაბამისი შემოსავლები გროვდება ჩვეულებრივ, ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ კი, ისინი დაიხურება და სალდო გადაიტანება მფლობელის კაპიტალის ანგარიშზე. მსგავსად კაპიტალის ანგარიშისა, შემოსავლები ფინანსირების წყაროს წარმოადგენს და არა აქტივებს. მაგალითად, შ.პ.ს. "საბა"-ს ბალანსში 2008 წლის 30 მაისისათვის კაპიტალის სალდო 80.000 ლარია. მფლობელს რომ გაუჩნდეს სურვილი აიღოს 70.000 ლარი თავისი პირადი საჭიროებისათვის, კაპიტალის ანგარიშის სალდოს საფუძველზე, ვერ შესძლებს, რადგანაც მისი ფულადი საშუალებების ნაშთი იმავე მომენტისათვის მხოლოდ 64.000 ლარია. შემოსავლების აღრიცხვის წესის თვალსაჩინოების მიზნით განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:
2008 წლის ივნისის თვეში შ.პ.ს. "საბა"-ს მიერ განხორციელდა შემდეგი ოპერაციები: 2008 წ. ივნისი 1. გაიყიდა პროდუქცია ნაღდი ანგარისწორებით 3500 ლ., ფული მიღებულია სალაროში _ სალაროს შემოსავლის ორდერი #10; 7. პროდუქცია მიეწოდა კლიენტს 9000 ლ. ანგარიშ-ფაქტურით #8, გადახდა უნდა მოხდეს 30 დღის განმავლობაში; 15. მიღებულია სალაროში კლიენტისაგან 3000 ლ. 7 ივნისს მიწოდებული პროდუქციისათვის. სალარის შემოსავლის ორდერი #12; 25. მოიჯარეს წარედგინა ანგარიში #16, ივნისის თვის საიჯარო გადასახადისათვის 4000 ლ; 30. მიღებულია სალაროში ივნისის თვის პროცენტი მოკლევადიანი ობლიგაციებიდან 500 ლ. შემოსავლის ორდერი #18. მოცემული ოპერაციები ბუღალტრული აღრიცხვის მთავარ სარეგისტრაციო ჟურნალში შემდეგნაირად აისახება:
შ.პ.ს. "საბა" მთავარი ჟურნალი ჟ. 2
მთავარი წიგნი (რეგისტრი) ნაღდი ფული სალაროში ანგარიში #1110
მოთხოვნები მიწოდებით ანგარიში #1410
მოთხოვნები იჯარით ანგარიში #1490
შემოსავლები რეალიზაციიდან ანგარიში #6110
საპროცენტო შემოსავლები ანგარიში #8110
საიჯარო შემოსავლები ანგარიში #8140
ხარჯები მფლობელის კაპიტალის შემცირებაა, რომელიც იწვევს საწარმოს აქტივების გადიდებას, ვალდებულებების ზრდას და დაკავშირებულია საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში პროდუქციის (საქონლის) წარმოებასა და მომსახურების გაწევასთან. ხარჯები მაშინ აისახება ბუღალტრულ აღრიცხვაში, როცა ისინი ფაქტიურად გაიწევა, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდება მათი განაღდება. ხარჯების მიმართ დებეტისა და კრედიტის იგივე წესი გამოიყენება, რაც მფლობელის კაპიტალისათვის. რადგან ხარჯები ამცირებს მფლობელის კაპიტალს, ხოლო კაპიტალის შემცირება იწერება კაპიტალის ანგარიშის დებეტში, ხარჯებიც აისახება მათი სახეების მიხედვით გახსნილი შესაბამისი ანგარიშების დებეტში. ხარჯების შეცირება ზრდის მფლობელის კაპიტალს, ამიტომ იგი აისახება ხარჯების ამსახველი შესაბამისი ანგარიშის კრედიტში. აღნიშნული განმარტება _ ხარჯების ამსახველი ანგარიშების დებეტში ჩანაწერი ზრდის ხარჯებს და ამცირებს მფლობელის კაპიტალს, ხოლო კრედიტში ჩანაწერი პირიქით, ამცირებს ხარჯებს და ზრდის მფლობელის კაპიტალს, უფრო გასაგები რომ იყოს, განვიხილოთ შემდეგი ტოლობა:
OE = OC + R � E სადაც: OE � მფლობლის სრული საკუთარი კაპიტალია; OC � კაპიტალის ანგარიშის სალდოა; R � შემოსავლის საერთო თანხაა პერიოდის განმავლობაში; E � ხარჯების საერთო თანხაა პერიოდის განმავლობაში. ე. ი. E-ს ზრდა იწვევს OE-ს შემცირებას. მაშასადამე, რაც უფრო მეტად ვადებეტებთ ხარჯების ანგარიშს, მით უფრო მცირდება საკუთარი კაპიტალი და პირიქით. მსგავსად შემოსავლებისა, ხარჯების თითოეული დასახელებისათვის ცალკე ანგარიში იწარმოება. მაგალითად, მასალების ხარჯის ანგარიში, ხელფასის ხარჯის ანგარიში, საგადასახადო ხარჯების ანგარიშები, საპროცენტო ხარჯის ანგარიში და ა.შ. ხარჯების ანგარიშზე აისახება შესაბამისი ხარჯი საანგარიშგებო პერიოდის (ჩვეულებრივ, წლის) განმავლობაში. წლის ბოლოს ხარჯების ანგარიშები დაიხურება საკუთარი კაპიტალის ამსახველ შესაბამის ანგარიშზე მათი ნაშთების გადატანით. მაგალითი:
2008 წ. ივნისი: 2. გადახდილია მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულება 800 ლ. სალაროს გასავლის ორდერი #7;
5. შეძენილია მასალები კრედიტით (განვადებით) 10000 ლ., ანგარიშ_ფაქტურა #8;
8. შეძენილია საწვავი კრედიტით (განვადებით), რომელიც პირდაპირ დაიხარჯა წარმოებაში 400 ლ. სალაროს გასავლის ორდერი #8;
12. მასალები დაიხარჯა წარმოებაში პროდუქციის დასამზადებლად 6.000 ლ. გასავლის ზედნადები #20;
15. გადახდილია ოფისის შენობის ივნისის თვის იჯარისათვის 1.000 ლ. სალაროს გასავლის ორდერი #9;
28. დარიცხულია (ერგებათ) პერსონალის ივნისის ხელფასი 1.200 ლ. ხელფასის უწყისი #6;
აღნიშნული ოპერაციები მთავარ ჟურნალში შემდეგნაირად აისახება:
შ.პ.ს. "საბა" მთავარი ჟურნალი ჟ.3
მთავარი წიგნი (რეგისტრი) ნაღდი ფული სალაროში ანგარიში #1110
მასალები ანგარიში #1620
ვალდებულებები მოწოდებით ანგარიში #3110
გადასახდელი ხელფასი ანგარიში #3130
მასალების ხარჯი ანგარიში #7110
|