მიღებული ავანსები

როგორც უკვე აღნიშნული იყო, ზოგჯერ მყიდველმა (კლიემტმა) შეიძლება წინასწარ გადაიხადოს გარკვეული თანხა მომავალ პერიოდში მისაწოდებელი საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) ღირებულებისათვის. გამყიდველი საწარმოსათვის იგი წინასწარ მიღებულ, დაუმსახურებელ (გამოუმუშავებელ) შემოსავალს ანუ მიღებულ ავანსს წარმოადგენს და ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება ვალდებულებების ნაწილში, მიღებული ავანსების სახელწოდებით.

მაგალითად, შ.პ.ს. "ელ&ელ"-მა გააფორმა ხელშეკრულება რესტორან "არაგვთან" მისაწოდებელი პროდუქციის წინასწარ გადახდაზე 2008 წლის 1 ნოემბრიდან, ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით. 2008 წლის 1 ნოემბერს მიღებულ იქნა სამი თვის თანხა, 240 (80 X 3) ლარი. თანხის მიღება მთავარ ჟურნალში შემდეგნაირად აისახება:

 

 შ.პ.ს. "ელ&ელ"

              მთავარი ჟურნალი                           ჟ.3

თარიღი

2008 წ.

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

ნოემბერ

1

ნაღდი ფული სალაროში

1110

240

 

 

 

   მიღებული ავანსები

3120

 

240

 

 

 

 

 

 

 

მაშასადამე, შ.პ.ს. "ელ&ელ"-მა 2008 წლის 1 ნოემბერს მიიღო აქტივი _ 240 ლ. ნაღდი ფული და შესაბამისად, წარმოექმნა ვალდებულება, სამი თვის განმავლობაში თავისი პროდუქცია მიაწოდოს რესტორან "არაგვს".

      მთავარ ჟურნალში რეგისტრირებული ოპერაცია ჩვეულებრივ, გადაიტანება შესაბამის ანგარიშებში:

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში    ანგარიში 1110

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ნოემბერ

1

მიღებული ავანსები

ჟ.3

240

 

240

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

მიღებული ავანსები    ანგარიში 3120

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ნოემბერ

1

ნაღდი ფული

ჟ.3

 

240

240

 

 

 

 

 

 

 

 

წინასწარ (ავანსად) მიღებული თანხები ექვემდებარება კორექტირებას ფაქტიური მიწოდებისა და მაშასადამე, ვალდებულებების შესრულების შესაბამისად. ერთიდაიგივე კორექტირებადი გატარების ხშირად განმეორების თავიდან აცილების მიზნით, იგი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კეთდება. ამიტომ, 2006 წლის 31 დეკემბერს, შ.პ.ს. "ელ&ელ" ფაქტიურად მიწოდებული პროდუქციისა და შესრულებული ვალდებულების თანხით მოახდენს მიღებული ავანსების კორექტირებას. მაგალითის მიხედვით, საანგარიშგებო პერიოდის ორი თვისათვის ასეთი კორექტირებადი თანხა იქნება  160 (240 X 2/3) ლარი. იგი მთავარ ჟურნალში შემდეგნაირად აისახება:

შ.პ.ს. "ელ&ელ"

             მთავარი ჟურნალი             ჟ. 4

თარიღი

2008 წ.

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

12

31

მიღებული ავანსები

3120

160

 

 

 

   შემოსავალი რეალიზაციიდან

6110

 

160

 

 

 

 

 

 

 

კორექტირებადი გატარებით ავანსად მიღებული თანხის ნაწილი (160ლ.), რომელიც საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის უკვე გამომუშავებულია და შესაბამისი პროდუქცია მიეწოდა კლიენტს, რესტორან "არაგვს", გამოაკლდება მიღებულ ავანსებს და აღიარდება შემოსავლად. კორექტირებადი გატარების მთავარ წიგნში გადატანის შემდეგ, შემოსავლების ანგარიშში უკვე სწორადაა ასახული საანგარიშგებო პერიოდის რეალური შემოსავალი.

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

მიღებული ავანსები    ანგარიში 3120

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ნოემბერ

1

ნაღდი ფული

ჟ.3

 

240

240

დეკემბ.

31

შემოსავალი

ჟ.4

160

 

80

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

შემოსავალი რეალიზაციიდან    ანგარიში 6110

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

მიღებული ავანსები

ჟ.4

 

160

160