გაცემული ავანსები

საწარმო ზოგჯერ წინასწარ იხდის მომავალ პერიოდში მისაღები საქონლის ან გასაწევი მომსახურების ღირებულებას. თანხის გადახდისას საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება აქტივი _ გაცემული ავანსების სახით, წინასწარ გადახდილი თანხით.

მაგალითად, შ.პ.ს. "ელ&ელ"-მა 2008 წლის 4 ივლისს გადაიხადა შენობის 3 თვის საიჯარო ქირა 6000 ლარი, ხოლო 28 ივლისს  შეიძინა სადაზღვევო პოლისი ქონების 1 წლით დაზღვევისათვის და გადაიხადა 1.800 ლარი. ეს ოპერაციები, მათი მოხდენის მომენტში მთავარ ჟურნალში აისახა, როგორც წინასწარ გაწეული ხარჯები (იხ. ჟ. 1).

აღნიშნული ოპერაციებით, შ.პ.ს. "ელ&ელ"-მა ერთის მხრივ, წარმოქმნა ახალი აქტივი, მოთხოვნა შენობის მეიჯარის (იჯარის გამცემის) და სადაზღვევო კომპანიის მიმართ და მეორეს მხრივ, ამ პირების ვალდებულება, შეასრულონ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები.

      მეიჯარე და სადაზღვევო კომპანია განუწყვეტლივ ასრულებდა თავის ვალდებულებას. შესაბამისად, მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, 31 დეკემბერს შ.პ.ს. "ელ&ელ"-მა უნდა მოახდინოს წინასწარ გადახდილი იჯარისა და დაზღვევის თანხების კორექტირება:

1. იჯარის თანხით 2000 ლ. (6000 X 1/3)

2. დაზღვევის თანხით 900 ლ. (1800 X 6/12)

კორექტირებადი თანხებით შესდგება ბუღალტრული გატარება, რომელიც მთავარ ჟურნალში შემდეგნაირად აისახება:

შ.პ.ს. "ელ&ელ"

              მთავარი ჟურნალი              ჟ. 5

თარიღი

2008 წ.

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

დეკემბ

31

იჯარის ხარჯი

7420

2000

 

 

 

წინასწარ გადახდილი იჯარა

1720

 

2000

 

 

დაზღვევის ხარჯი

7435

900

 

 

 

წინასწარ გადახდილი დაზღვევა

1730

 

900

 

 

 

 

 

 

კორექტირებადი გატარებით, საანგარიშგებო პერიოდის კუთვნილი იჯარის ხარჯი და დაზღვევის ხარჯი აკლდება შესაბამის აქტივს, წინასწარ გადახდილ იჯარას, წინასწარ გადახდილ დაზღვევას და გადაიტანება მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის ხარჯების ანგარიშებზე, ე. ი. აღიარდება ხარჯად. კორექტირებადი გატარების გადატანის შემდეგ, შესაბამისი ანგარიშები: წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა (1720), წინასწარ გადახდილი დაზღვევა  (1730), იჯარის ხარჯი (7420) და დაზღვევის ხარჯი (7435) სწორად ასახავენ საანგარიშგებო პერიოდის შესაბამის მონაცემებს - აქტივებს და ხარჯებს:

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

������წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა    ანგარიში 1720

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

 

ივლისი

4

ფული ბანკში

ჟ.1

6000

 

6000

დეკემბ.

31

იჯარის ხარჯი

ჟ.5

 

2000

4000

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

������წინასწარ გადახდილი დაზღვევა    ანგარიში 1730

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

 

ივლისი

28

ნაღდი ფული

ჟ.1

1800

 

1800

დეკემბ.

31

დაზღვევის ხარჯი

ჟ.5

 

900

900

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

იჯარის ხარჯი    ანგარიში 7420

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

 

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

3

ფული ბანკში

ჟ.1

1600

 

1600

დეკემბ.

31

წინასწარ გადახდილი იჯარა

ჟ.5

2000

 

3600

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       დაზღვევის ხარჯი            ანგარიში 7435

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნ

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

წინასწარ გადახდილი დაზღვევა

ჟ. 5

900

 

900

 

 

 

 

 

 

 

      �

საავანსო გადახდებთან დაკავშირებული სხვა სახის კორექტირებადი გატარებები საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის მასალების, კერძოდ, მისი ხარჯვის აღრიცხვისას წარმოიქმნება. საანგარიშგებო პერიოდის ხარჯის ოდენობა განისაზღვრება დახარჯული მასალების რაოდენობით, და არა დროის პერიოდით.

 

მაგალითი:

2008 წლის 1 აგვისტოსათვის შ.პ.ს. "ელ&ელ"-ს გააჩნდა საკანცელარიო საქონელი 260 ლარის. 15 სექტემბერს შეძენილ იქნა 160 ლარის საკანცელარიო საქონელი და შესაბამისად, მთავარ ჟურნალში დაფიქსირდა შემდეგი გატარება:

 

შ.პ.ს. "ელ&ელ"

             მთავარი ჟურნალი                     ჟ. 6

თარიღი

2008 წ.

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

სექტემ

15

საკანცელარიო საქონელი

1620

160

 

 

 

    ნაღდი ფული სალაროში

1110

 

160

 

 

 

 

 

 

  

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       მასალები                ანგარიში 1620

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

სექტემ.

15

საკანცელარიო საქონელი

ჟ. 6

160

 

160

 

 

 

 

 

 

 

  

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       ნაღდი ფული სალაროში        ანგარიში 1110

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

სექტემ.

15

საკანცელარიო საქონელი

ჟ. 6

 

160

160

 

 

 

 

 

 

 

 

2008 წლის 31 დეკემბერს, ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით საკანცელარიო საქონლის ფაქტიური ნაშთი საწყობში 70 ლარს შეადგენდა. ამ მონაცემების საფუძველზე გაკეთებული გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ წლის განმავლობაში დახარჯულია 350 ლარის საკანცელარიო საქონელი:

 

გაანგარიშება:

საკანცელარიო საქონელი:

ლარი

ნაშთი 2008 წ. 1.08                        

260

შეძენა

160

სულ

420

მინუს: ნაშთი 2008 წ. 31.12                        

70

დახარჯულია წლის განმავლობაში            

350

 

საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში დახარჯული საკანცელარიო საქონლის ოდენობის გაანგარიშების შემდეგ, მოხდება მისი ხარჯად აღიარება კორექტირებადი გატარებით:

 

შ.პ.ს. "ელ&ელ"

              მთავარი ჟურნალი                ჟ. 7

თარიღი

2008 წ.

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

დეკემბ.

31

მასალების ხარჯი

7490

350

 

 

 

    მასალები

1620

 

350

 

 

 

 

 

 

 

მაშასადამე, დახარჯული მასალების - საკანცელარიო საქონლის ღირებულება აქტივის შესაბამისი ანგარიშიდან კორექტირებადი გატარებით გადაიტანება საკანცელარიო საქონლის ხარჯის ანგარიშზე, ე. ი. აღიარდება ხარჯად.

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       მასალები                ანგარიში 1620

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

მასალების ხარჯი

ჟ. 7

 

350

350

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       სხვა საერთო ხარჯები         ანგარიში 7490

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

მასალები

ჟ. 7

350

 

350

 

 

 

 

 

 

 

 

      კორექტირებადი გატარებების მესამე ტიპი, რომელიც წინასწარ გადახდებთანაა დაკავშირებული, წარმოებაში იმ აქტივების გამოყენებისას წარმოიქმნება, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურებიან მას და მოაქვთ სარგებელი. მაშასადამე, აღნიშნული კორექტირება შეეხება გრძელვადიანი აქტივების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების და ა.შ. ღირებულების ნაწილის ხარჯად აღიარებას.

მაგალითი:

შ.პ.ს. "ელ&ელ"-მა საწარმოო საჭიროებისათვის 2008 წლის 1 ივლისს შეიძინა მოწყობილობა 20.000 ლარად და განსაზღვრა მისი სასარგებლო გამოყენების ვადა 5 წლით. აღნიშნული ოპერაცია ბუღალტრული აღრიცხვის მთავარ ჟურნალში და შესაბამისად, მთავარ წიგნში (რეგისტრში) აისახება:

შ.პ.ს. "ელ&ელ"

                     მთავარი ჟურნალი                               ჟ. 8       

თარიღი

2008 წ.

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

ივლის.

1

მანქანა-დანადგარები

2150

20000

 

 

 

    ფული საბანკო ანგარიშზე

1210

 

20000

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       მანქანა-დანადგარები        ანგარიში 2150

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

1

ფული ბანკში

ჟ. 8

20000

 

20000

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       ეროვნული ვალუტა რეზიდენტ  ბანკში           ანგარიში 1210

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

1

მანქანა-დანადგარები

ჟ. 8

 

20000

20000

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს გადაწყვეტილებით, ხუთი წლის გასვლის შემდეგ მოწყობილობა სრულიად უვარგისი იქნება და შეუძლებელი გახდება მისი გაყიდვა ან სხვა სახით გამოყენება, ე. ი. მას არ გააჩნია სალიკვიდაციო (ნარჩენი) ღირებულება. რადგან მოწყობილობის სასარგებლო გამოყენების ვადა 5 წლით განისაზღვრა, შესაბამისობის პრინციპის მიხედვით, მოწყობილობის ღირებულება ამ 5 წელზე უნდა განაწილდეს და თითოეულ საანგარიშგებო პერიოდს მიეკუთვნოს ხარჯის სახით. გრძელვადიანი აქტივების ღირებულების შესაბამისი ნაწილის მოცემული საანგარიშგებო პერიოდის ხარჯებზე მიკუთვნება ამორტიზაციის ანარიცხებად იწოდება. დავუშვათ,  შ.პ.ს. "ელ&ელ"_ი ამორტიზაციის გაანგარიშების მარტივ მეთოდს იყენებს, რომელიც გულისხმობს აქტივის ღირებულების თანაბარ განაწილებას მისი სასარგებლო გამოყენების მთელს პერიოდზე. ამორტიზაციის ანარიცხები 2008 წლისათვის გაიანგარიშება ფორმულით:

                             

                              AN = A � C / N X n/12

სადაც:

A N _ ამორტიზაციის ნორნა;

A   _ აქტივის ღირებულება;

C   _ სალიკვიდაციო ღირებულება;

N _ სასარგებლო გამოყენების პერიოდი;

n  _ თვეების რიცხვი.

ხვი.

 

აღნიშნული ფორმულის გამოყენებით, შ.პ.ს. "ელ&ელ"-ის ამორტიზაციის თანხა 2008 წლისათვის 2.000 ლარს შეადგენს (20.000 _ 0 / 5წ. X 6/12). ამორტიზაციის დარიცხვა აისახება შემდეგი კორექტირებადი გატარებით:

შ.პ.ს. "ელ&ელ"

         მთავარი ჟურნალი                 ჟ. 9

თარიღი

2008 წ.

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

დეკემბ

31

ამორტიზაციის ხარჯი

7455

2000

 

 

 

 მანქანა-დანადგარების ამორტიზაცია

2250

 

2000

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       ამორტიზაციის ხარჯი         ანგარიში 7455

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნ

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკ.

31

მანქანა-დანადგარები ამორტიზაცია

ჟ. 9

2000

 

2000

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       მანქანა-დანადგარების ამორტიზაცია   ანგარიში 2250

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

ამორტიზაციის ხარჯი

ჟ. 9

 

2000

2000

 

 

 

 

 

 

 

 

ასეთი კორექტირებადი გატარების შემდეგ, მანქანა-დანადგარების ღირებულების ნაწილი (2.000 ლ.) მიმდინარე პერიოდის ხარჯებს მიეკუთვნება. საკრედიტო ანგარიში _ " მანქანა-დანადგარები ამორტიზაცია" კონტრაქტიური ანგარიშია. იგი არეგულირებს შესაბამისი აქტივის _ "მანქანა-დანადგარების" ანგარიშს. ამორტიზაციის ანარიცხები არ აისახება როგორც აქტივის ანგარიშის შემცირება, არამედ წლების განმავლობაში ცალკე ანგარიშზე გროვდება (აკუმულირდება)  და ბალანსში აისახება კონტრაქტივის სახით. ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი საშუალებების სრული ღირებულებისა და დაგროვილი ამორტიზაციის თანხის ცალცალკე ჩვენებით,  მომხმარებლებს უფრო სრული ინფორმაცია მიეწოდებათ:

 

შ.პ.ს. "ელ&ელ"

ბალანსი

                                  (ფრაგმენტი)

                        31 დეკემბერ, 2008 წ.

ძირითადი საშუალებები:

ლარი

ლარი

მიწა

 

30000

მოწყობილობები

20000

 

დაგროვილი ამორტიზაცია (_) 

2000

 

 

 

18000

სულ ძირითადი საშუალებები                              

 

48000