გამომუშავებული, მაგრამ აღურიცხავი შემოსავალი

ხშირია შემთხვევა, როდესაც საწარმო თავის პროდუქციას (სამუშაოებს, მომსახურებას) კლიენტს კრედიტით (შემდგომი გადახდის პირობით, განვადებით) მიჰყიდის. ოპერაციის მოხდენის, ე.ი. პროდუქციის (საქონლის, მომსახურების) მიწოდების მომენტში ფიქსირდება გამომუშავებული, მაგრამ ჯერ კიდევ მიუღებელი შემოსავალი; ე.ი. წარმოიქმნება აქტივი _ მოთხოვნები მიწოდებით ანუ დებიტორული დავალიანებები.

მაგალითი:

შ.პ.ს. "ელ&ელ" თავის კლიენტებს ყოველდღიურად აწვდის პროდუქციას კრედიტით (შემდგომი გადახდის პირობით) და კვირაში ერთხელ წარუდგენს ანგარიშ-ფაქტურას გასანაღდებლად. 2008 წლის 15 ნოემბერს კლიენტს წარედგინა ანგარიშ-ფაქტურა #20, თანხით 490 ლ. ეს ოპერაცია მთავარ ჟურნალში შემდეგნაირად აისახება:

 

შ.პ.ს. "ელ&ელ"

              მთავარი ჟურნალი                ჟ. 10

თარიღი

2008

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

ნოემბ.

15

მოთხოვნები მიწოდებით

1410

490

 

 

 

  შემოსავალი რეალიზაციიდან

6110

 

490

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       მოთხოვნები მიწოდებით         ანგარიში 1410

თარიღი

2008

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ნოემბ.

15

შემოსავალი რეალიზაც.

ჟ.11

490

 

490

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       შემოსავალი რეალიზაციიდან    ანგარიში 6110

თარიღი

2008

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ნოემბ.

15

მოთხოვნები

ჟ. 10

 

490

490

 

 

 

 

 

 

 

 

საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდა, რომ კლიენტს მიეწოდა პროდუქცია 300 ლ., რომელზეც ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი  და წარდგენილი არ არის. ე. ი. ეს არის გამომუშავებული შემოსავალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აღიარებული შემოსავლად. საწარმოს ანგარიშებში საანგარიშგებო პერიოდის მთელი შემოსავლის სწორად და სრულად ასახვის მიზნით, უნდა შესდგეს კორექტირებადი გატარება:

 

შ.პ.ს. "ელ&ელ"

           მთავარი ჟურნალი               ჟ. 11

თარიღი

2008 წ.

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

დეკემბ.

31

მოთხოვნები მიწოდებით

1410

300

 

 

 

  შემოსავალი რეალიზაციიდან

6110

 

300

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       მოთხოვნები მიწოდებით         ანგარიში 1410

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

შემოსავალი რეალიზაციიდან

ჟ. 11

300

 

300

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       შემოსავალი რეალიზაციიდან    ანგარიში 6110

თარიღი

2008 წ.

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

მოთხოვნები

ჟ. 11

 

300

300

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარ ჟურნალში შემოსავლის აღიარების შესახებ კორექტირებადი გატარების რეგისტრაციისათვის აუცილებელი არ არის დაუყოვნებლივ გამოიწეროს და კლიენტს გაეგზავნოს შესაბამისი ანგარიშ_ფაქტურა. ეს შეიძლება მოგვიანებითაც გაკეთდეს.