|
ალტერნატიული კორექტირებადი გატარებები |
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით ძირითადთან ერთად ნებადართულია ალტერნატიული მეთოდების გამოყენება. სწორედ ავანსების აღრიცხვისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასეთი ალტერნატიული მეთოდები. ზოგიერთი საწარმო უფრო მოხერხებულობის, ჩვევის, ოპერაციის მოცულობის ან სხვა მიზეზის გამო, მიღებულ ავანსებს პირდაპირ ასახავს შემოსავლების ანგარიშის კრედიტში, ხოლო წინასწარ გადახდილ ხარჯებს _ ხარჯების ანგარიშის დებეტში. თუ მიღებული ავანსები პირდაპირ შემოსავლების ანგარიშის კრედიტშია ასახული, წარმოიქმნება მაკორექტირებელი გატარების აუცილებლობა, რომლითაც საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის ჯერ კიდევ დაუმსახურებელი, გამოუმუშავებელი შემოსავალი გადაიტანება შემოსავლების ანგარიშიდან ვალდებულებების ანგარიშზე. მაშასადამე, ეს მეთოდიკა ავანსების კორექტირების ზემოთ განხილული მეთოდიკის საწინააღმდეგოა, რომლის დროსაც საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს გამომუშავებული შემოსავალი ვალდებულებების ანგარიშიდან შემოსავლების ანგარიშზე გადაიტანებოდა. ზუსტად ანალოგიურად, წინასწარ გადახდილი ხარჯები შეიძლება პირდაპირ იყოს ასახული ხარჯების ანგარიშის დებეტში. ასეთ შემთხვევაში, კორექტირებადი გატარებით წინასწარ გადახდილი ხარჯების ნაწილი, რომელიც მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდს არ ეკუთვნის გადატანილ უნდა იქნას შესაბამისი ხარჯების ანგარიშიდან აქტივის _ "წინასწარ გადახდილი ხარჯი"-ს ანგარიშზე.
10.3.1. მიღებული ავანსები თუ შ.პ.ს "ელ&ელ" მიღებულ ავანსებს აღრიცხავდა პირდაპირ შემოსავლის ანგარიშზე, 2008 წლის 1 ნოემბერს რესტორან "არაგვი"-დან ავანსის სახით მიღებული 240 ლარი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული იქნებოდა შემდეგნაირად: შ.პ.ს. "ელ&ელ" მთავარი ჟურნალი ჟ. 1-ა
მთავარი წიგნი (რეგისტრი) ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში ანგარიში 1110
მთავარი წიგნი (რეგისტრი) შემოსავალი რეალიზაციიდა ანგარიში 6110
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემოსავლის ანგარიშის კორექტირება შემდეგნაირად მოხდება: შ.პ.ს. "ელ&ელ" მთავარი ჟურნალი ჟ. 2-ა
მთავარი წიგნი (რეგისტრი) შემოსავალი რეალიზაციიდან ანგარიში 6110
მთავარი წიგნი (რეგისტრი) მიღებული ავანსები ანგარიში 3120
კორექტირებადი გატარების შემდეგ მთავარი წიგნის შემოსავლის ანგარიშზე 2008 31 დეკემბრისათვის დარჩა სალდო 160 ლარი, რომელიც საანგარიშგებო პერიოდის შემოსავალია, ხოლო 80 ლარი გადატანილია ვალდებულების შემადგენლობაში _ "მიღებული ავანსები"-ის ანგარიშზე. თუ დავუშვებთ, რომ შ.პ.ს. "ელ&ელ" წინასწარ გადახდილ ხარჯებს აღრიცხავდა უშუალოდ ხარჯების ამსახველ ანგარიშზე, 2008 წლის 28 ივლისს საწარმოს მიერ ქონების დაზღვევის პოლისის შეძენისას გადახდილი 1.800 ლარი მთავარ ჟურნალში შემდეგნაირად აისახებოდა: შ.პ.ს. ელ&ელ" მთავარი ჟურნალი ჟ.3-ა
მთავარი წიგნი (რეგისტრი) დაზღვევის ხარჯი ანგარიში 7435
მთავარი წიგნი (რეგისტრი) ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში ანგარიში 1110
ამ შემთხვევაში, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საჭირო გახდება კორექტირება, რომელიც დაზღვევის ხარჯების ანგარიშზე რიცხული თანხებიდან გამორიცხავს მომავალი პერიოდის კუთვნილ სადაზღვევო ხარჯს, აქტივის _ "წინასწარ გადახდილი დაზღვევა"-ს ანგარიშზე მისი გადატანით, შემდეგი ჩანაწერით: შ.პ.ს. "ელ&ელ" მთავარი ჟურნალი ჟ.4-ა
მთავარი წიგნი (რეგისტრი) წინასწარ გაწეული დაზღვევა ანგარიში 1730
მთავარი წიგნი (რეგისტრი) დაზღვევის ხარჯი ანგარიში 7435
ამ კორექტირების გატარებით სადაზღვევო პოლისის ღირებულების ნაწილი, რომელიც მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის 5 თვეზე მოდის, ხარჯების ანგარიშიდან გადატანილ იქნა აქტივის ამსახველ ანგარიშზე, შედეგად დარეგულირდა 2008 წლის ფაქტიური სადაზღვევო ხარჯების ოდენობა. ყველა აუცილებელი კორექტირებადი გატარების შემდეგ უკვე შესაძლებელია მომზადდეს ფინანსური ანგარიშგება და დაიხუროს ანგარიშები, დასრულდეს სააღრიცხვო ციკლი. |
|