ფინანსური ანგარიშგების მომზადება სამუშაო ფურცლის საფუძველზე

სამუშაო ფურცლის სრულყოფილად  მომზადება მნიშვნელოვნად ამარტივებს ფინანსური ანგარიშგების შედგენას. პირველ რიგში უნდა მომზადდეს ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ, შემდეგ ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ და ბოლოს, ბალანსი. ფინანსური ანგარიშგების მომზადების აღნიშნული თანმიმნდევრობა განპირობებულია იმით, რომ წმინდა მოგება, რომელიც მოგება/ზარალის ანგარიშგებაშია ასახული, საჭიროა საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ ანგარიშგების მოსამზადებლად, ხოლო კაპიტალის ანგარიშის სალდო, რომელიც კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგებაშია ასახული, აუცილებელია ბალანსის შესადგებად.

მოგებისა და ზარალის შესახებ ანგარიშგების მოსამზადებლად სამუშაო ფურცლის გამოყენებისას, საჭიროა შესაბამისი მონაცემები მხოლოდ გადაიწეროს სამუშაო ფურცლიდან (სვ. 9_10), მოგებისა და ზარალის შესახებ  ანგარიშგების ფორმატით. შემდეგ უნდა მომზადდეს ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ. ამისათვის საჭიროა სამუშაო ფურცლის "ბალანსი"-ს კრედიტის სვეტიდან გადატანილ იქნას საკუთარი კაპიტალის ამსახველი ანგარიშების საწყისი სალდო, მოგება/ზარალის ანგარიშგებიდან _ წმინდა მოგება, ხოლო "კაპიტალის ამოღება" სამუშაო ფურცლის ბალანსის დებეტის სვეტიდან. აღნიშნული მონაცემების მიხედვით განისაზღვრება საკუთარი კაპიტალის საბოლოო სალდო შემდეგი გაანგარიშებით: საწყის ნაშთს დამატებული საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგება და გამოკლებული კაპიტალის ამოღება.

ბალანსის მოსამზადებლად სამუშაო ფურცლის "ბალანსი"-ს დებეტისა და კრედიტის სვეტებიდან (სვ. 11_12) ბალანსის ფორმატზე გადაიტანება ყველა მონაცემი "საკუთარი კაპიტალისა" და "კაპიტალის ამოღების" გარდა. საკუთარი კაპიტალი ბალანსში გადაიტანება "ანგარიშგებიდან საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ".

საყურადღებოა ის, რომ სამუშაო ფურცელში საკუთარი კაპიტალის ანგარიშების სტრიქონებზე ასახული სალდო საანგარიშგებო პერიოდის საწყისი სალდოა. ბალანსში საკუთარი კაპიტალი უნდა ასახავდეს მის სალდოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს და იგი უნდა ემთხვეოდეს მთავარი წიგნის (რეგისტრის) საკუთარი კაპიტალის ანგარიშების სალდოებს, ანგარიშების კორექტირებებისა და დახურვების გადატანის შემდეგ.

შ.პ.ს. "ელ&ელ"

ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ

2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის                                                      

 

ლარი

ლარი

შემოსავლები:

 

 

             შემოსავალი რეალიზაციიდან

29600

 

            სხვა შემოსავალი

0

 

სულ შემოსავალი

 

29600

ხარჯები:

 

 

ხელფასის ხარჯი

5000

 

იჯარის ხარჯი

3600

 

კომუნალური მომსახურების ხარჯი

290

 

ცვეთა და ამორტიზაცია

2000

 

დაზღვევის ხარჯი

900

 

მასალების ხარჯი

7830

 

საპროცენტო ხარჯი

240

 

სხვა ხარჯები

350

 

სულ ხარჯები

 

20210

წმინდა მოგება

 

9390

  

შ.პ.ს. "ელ&ელ"

ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ

2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის

 

ლარი

საკუთარი კაპიტალი 2008 წ. 1. 01.

50000

პლიუს: წმინდა მოგება 2008 წლის

9390

ჯამი

59390

მინუს: კაპიტალის ამოღება

2000

საკუთარი კაპიტალი 2008 წ. 31. 12.

57390

შ.პ.ს. "ელ&ელ"

ბალანსი

2008 წლის 31 დეკემბრისათვის

აქტივები

2008 წ.

2008 წ.

მოკლევადიანი აქტივები

 

 

ფულადი საშუალებები

25960

 

მოთხოვნები

9160

 

წინასწარ გაწეული ხარჯები

4900

 

მარაგები

6010

 

სულ მოკლევადიანი აქტივები

 

46030

გრძელვადიანი აქტივები

 

 

ძირითადი საშუალებები

 

 

მიწა

30000

 

მანქანა-დანადგარები

18000

 

სულ ძირითადი საშუალებები

 

48000

სულ აქტივები

 

94030

ვალდებულებები და კაპიტალი

 

 

ვალდებულებები

მოკლევადიანი ვალდებულებები

 

 

ვალდებულებები მოწოდებით და მომსახურებით

11320

 

მიღებული ავანსები

80

 

გადასახდელი ხელფასი

3000

 

მოკლევადიანი სესხები                                  

2000

 

გადასახდელი პროცენტები

240

 

სულ მოკლევადიანი ვალდებულებები

 

16640

გრძელვადიანი ვალდებულებები

 

 

გასანაღდებელი თამასუქები

 

20000

სულ ვალდებულებები

 

36640

კაპიტალი

 

 

საწესდებო კაპიტალი

50000

 

გაუნაწილებელი მოგება                                  

7390

 

სულ კაპიტალი

 

57390

სულ ვალდებულებები და კაპიტალი                                      

 

94030