|
ნომინალური (დროებითი) ანგარიშების დახურვა |
სააღრიცხვო ციკლის დამთავრება, უპირველეს ყოვლისა, ნომინალური ანუ დროებითი ანგარიშების განულებას, დახურვას ნიშნავს. მთავარი წიგნის (რეგისტრის) შემოსავლების, ხარჯებისა და კაპიტალის ამოღების ანგარიშებზე 2008 წლის 31 დეკემბრისათვის ჯერ კიდევ ირიცხება შესაბამისი სალდო (ნაშთი). ისინი არ შეიძლება გადატანილ იქნეს მომდევნო საანგარიშგებო პერიოდზე, იმოქმედებენ რა მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების სიდიდეზე და არარეალურს გახდიან მას. ამიტომ 2008 წლის 31 დეკემბრისათვის ყველა ნომინალური (დროებითი) ანგარიში უნდა განულდეს, დაიხუროს. ნომინალური (დროებითი) ანგარიშების დახურვა დამამთავრებელი ჩანაწერის გაკეთებით და შესაბამისად, სალდოს განულებით ხდება. შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველი ანგარიშების დახურვა მათზე 31 დეკემბრისათვის რიცხული თანხების "საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი"-ს ანგარიშზე გადატანით ხდება. საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი"-ს ანგარიშიც ნომინალურია და თავისი ფუნქციის შესრულების შემდეგ, როგორც ყველა ნომინალური ანგარიში, ისიც დაიხურება, მასზედ რიცხული სალდოს გაუნაწილებელი (დაგროვილი) მოგების ანგარიშზე გადატანით. რაც შეეხება კაპიტალის ამოღების ანგარიშს, იგი იხურება სალდოს პირდაპირი გადატანით გაუნაწილებელი (დაგროვილი) მოგების ანგარიშზე. დამამთავრებელი გატარებების (ანგარიშების დახურვების) მთავარ სარეგისტრაციო ჟურნალში ასახვისა და მთავარ წიგნში (რეგისტრში) გადატანის შემდეგ ყველა ნომინალური ანგარიშის სალდო ნულის ტოლი გახდება და მაშასადამე, ისინი მზად არიან მომდევნო პერიოდის შესაბამისი ახალი ჩანაწერებისათვის. შ.პ.ს. "ელ&ელ"-ის ნომინალური (დროებითი) ანგარიშების დახურვები 2008 წლის 31 დეკემბრისათვის შემდეგი სახით წარმოგვიდგება: შ.პ.ს. "ელ&ელ" მთავარი ჟურნალი ჟ. 14
ბუღალტრული აღრიცხვის მთავარ სარეგისტრაციო ჟურნალში ასახული ბუღალტრული გატარებების მთავარი წიგნის შესაბამის ანგარიშებში გადატანის შემდეგ, საანგარიშგებო პერიოდის ყველა ნომინალური (დროებითი) ანგარიში განულდება, დაიხურება და შემდეგ სახეს მიიღებს: მთავარი წიგნი (რეგისტრი) კაპიტალის ამოღება ანგარიში 5151
მთავარი წიგნი (რეგისტრი) გაუნაწილებელი მოგება ანგარიში 5310
მთავარი წიგნი (რეგისტრი) საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი ანგარიში 5330
მთავარი წიგნი (რეგისტრი) შემოსავალი რეალიზაციიდან ანგარიში 6110
მთავარი წიგნი (რეგისტრი) მასალების ხარჯი ანგარიში 7110
მთავარი წიგნი (რეგისტრი) ხელფასის ხარჯი ანგარიში 7410
მთავარი წიგნი (რეგისტრი) საიჯარო ხარჯი ანგარიში 7420
მთავარი წიგნი (რეგისტრი) ელ.ენერგიის ხარჯი ანგარიში 7430
მთავარი წიგნი (რეგისტრი) დაზღვევის ხარჯი ანგარიში 7435
მთავარი წიგნი (რეგისტრი) ამორტიზაციის ხარჯი ანგარიში 7455
მთავარი წიგნი (რეგისტრი) სხვა საერთო ხარჯები ანგარიში 7490
მთავარი წიგნი (რეგისტრი) საპროცენტო ხარჯი ანგარიში 8210
|
|