|
კორპორაციის ფინანსური ანგარიშგება |
სამუშაო ფურცელში, რომელიც კორპორაციის ფინანსური აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე მზადდება, საკუთარი კაპიტალი წარმოდგენილი იქნება სააქციო კაპიტალის (ჩვეულებრივი აქციები, პრივილეგირებული აქციები), გაუნაწილებელი მოგების (დაუფარავი ზარალის) და დივიდენდების სახით. ამიტომ ისინი შესაბამისად აისახება ანგარიშგებაში მოგებისა და ზარალის შესახებ და ბალანსში. გარდა ამისა, კორპორაციის მოგება ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამისათვის საჭიროა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, მოგების გაანგარიშების შემდეგ, კიდევ ერთი კორექტირებადი გატარება, რომელიც ასახავს მოგების გადასახადს, როგორც ხარჯს და შესაბამისი ვალდებულების წარმოქმნას. დავუშვათ, "ელ&ელ" სააქციო საზოგადოებაა. გამოშვებულია 10.000 ცალი ჩვეულებრივი აქცია და მისი მოგება 2008 წლის 31 დეკემბრისათვის 9.390 ლარს შეადგენდა. ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოს მოგება იბეგრება 15%-იანი განაკვეთით. აქედან გამომდინარე, მოგების გადასახადის ხარჯი შეადგენს 1.409 (9.390 X 15%) ლარს, ხოლო წმინდა მოგება _ 7.981 ლარს. შესაბამისად, მთავარ სარეგისტრაციო ჟურნალში აისახება კორექტირებადი გატარებები:
ს.ს. "ელ&ელ" მთავარი ჟურნალი
ხოლო ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ შემდეგი სახით წარმოგვიდგება: ს.ს. "ელ&ელ" ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის
ანგარიშგება გაუნაწილებელი მოგების შესახებ ასახავს, როგორც საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგებას, ასევე, მის განაწილებას _ დივიდენდებს. დავუშვათ, ს.ს. "ელ&ელ"-მა გამოაცხადა და გასცა დივიდენდები 7.000 ლარის ოდენობით. ანგარიშგება გაუნაწილებელი მოგების შესახებ შემდეგი სახით შესდგება: ს.ს. "ელ&ელ" ანგარიშგება გაუნაწილებელი მოგების შესახებ 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის
მოგების გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით, ს.ს. "ელ&ელ"-ის მიმდინარე ვალდებულბები, წინა შემთხვევასთან შედარებით გაიზრდება 1.409 ლარით. აგრეთვე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებულად აისახება საკუთარი კაპიტალი. რაც შეეხება აქტივებს, იგი არ შეიცვლება. მაშასადამე, ს.ს. "ელ&ელ"_ის ბალანსი შემდეგ სახეს მიიღებს: შ.პ.ს. "ელ&ელ" ბალანსი 2008 წლის 31 დეკემბრისათვის
|
|