ალტერნატიული აუდიტი

თუ თქვენი საგადასახადო შემოწმება გათვალისწინებულია ალტერნატიული აუდიტის ფარგლებში, უფლება გაქვთ თავად აირჩიოთ შემმოწმებელი: საგადასახადო ორგანო ან დამოუკიდებელი აუდიტორი (აუდიტორული კომპანია).
ალტერნატიული აუდიტის ჩატარების მიზნით აუდიტორები პირობითად დაყოფილია 3 კატეგორიად: A,  B და C:

  • თუ თქვენი წლიური ბრუნვა არ აღემატება 300 000 ლარს, უფლება გაქვთ აირჩიოთ C კატეგორიის აუდიტორი;
  • თუ თქვენი წლიური ბრუნვა არ აღემატება 3 მლნ. ლარს, უფლება გაქვთ აირჩიოთ B კატეგორიის აუდიტორი;
  • თუ თქვენი წლიური ბრუნვა აღემატება 3 მლნ. ლარს, უფლება გაქვთ აირჩიოთ მხოლოდ A კატეგორიის აუდიტორი. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.


შენიშვნა: 
 A  კატეგორიის აუდიტორულ კომპანიას ასევე უფლება აქვს შეამოწმოს 3 მლნ. ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე გადასახადის გადამხდელი.

ალტერნატიული აუდიტის აქტის (ანგარიშის) საფუძველზე გამოვლენილი ძირითადი გადასახდის შემცირების შემთხვევაში ჯარიმა არ დაგეკისრებათ (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად).
ქვეომოთ მოცემულია აუდიტორთა ჩამონათვალი შესაბამისი კატეგორიების მიხედვით

ალტერნატიული აუდიტი (A კატეგორია)

შემოსავლების სამსახური ”ალტერნატიული აუდიტი”-ს პროექტის ფარგლებში აცხადებს „A“ კატეგორიის დამოუკიდებელი  აუდიტორული ან/და საკონსულტაციო კომპანიების შერჩევას, რომელთაც ეძლევათ უფლება შეამოწმონ  სხვა ნებისმიერი კატეგორიის გადამხდელები და მათი მონაცემები შერჩევის შემდეგ გამოქვეყნდება www.rs.ge - ზე.

აუდიტორის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად იწერება შესაბამისი აქტი, რომლის საფუძველზე გადამხდელი უფლებამოსილია დააზუსტოს დეკლარაცია და აღიაროს საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გადამხდელს არ დაეკისრება ჯარიმა. ამასთან აღნიშნული პერიოდი ჩაეთვლება შემოწმებულად.

შემოწმების პროცესში აუდიტორულ კომპანიას უფლება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება, რომლის შედეგად გამოვლენილ ზედმეტობაზე ან/და დანაკლისზე ასევე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები. ზემოაღნიშნული აუდიტორიული მომსახურების ანაზღაურება მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, რომლის ოდენობაც დგინდება ურთიერთშეთანხმების შედეგად.

დაინეტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ ელ. მისამართზე: audit@rs.ge ან წარმოადგინოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მის. თბილისი, გულუას ქ. №4

ალტერნატიული აუდიტი (B კატეგორია)

შემოსავლების სამსახური ”ალტერნატიული აუდიტი”-ს პროექტის ფარგლებში აცხადებს აუდიტორული კომპანიების შერჩევას იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის ჩასატარებლად, რომელთა წლიური ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემთა საფუძველზე არ აღემატება 3 000 000 ლარს, კერძოდ: გადასახადის გადამხდელს შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ უფლება ეძლევა აირჩიოს აუდიტორული კომპანია, რომლის მონაცემები შერჩევის შემდეგ გამოქვეყნდება www.rs.ge - ზე.

აუდიტორის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად იწერება შესაბამისი აქტი, რომლის საფუძველზე გადამხდელი უფლებამოსილია დააზუსტოს დეკლარაცია და აღიაროს საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გადამხდელს არ დაეკისრება ჯარიმა. ამასთან აღნიშნული პერიოდი ჩაეთვლება შემოწმებულად.

შემოწმების პროცესში აუდიტორულ კომპანიას უფლება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება, რომლის შედეგად გამოვლენილ ზედმეტობაზე ან/და დანაკლისზე ასევე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები. ზემოაღნიშნული აუდიტორიული მომსახურების ანაზღაურება მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, რომლის ოდენობაც დგინდება ურთიერთშეთანხმების შედეგად.

დაინეტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ ელ. მისამართზე: audit@rs.ge ან წარმოადგინოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მის. თბილისი, გულუას ქ. №4

ალტერნატიული აუდიტი (C კატეგორია)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ალტერნატიული აუდიტი“-ს პროექტის ფარგლებში აგრძელებს კონკურსს კერძო აუდიტორების შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებსა და ინდ. მეწარმეებს.

პროექტის მოკლე აღწერა:

შემოსავლების სამსახური ”ალტერნატიული აუდიტი”-ს პროექტის ფარგლებში ახორციელებს კერძო აუდიტორთა შერჩევას იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის ჩასატარებლად, რომელთა წლიური ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემთა საფუძველზე არ აღემატება 300 000 ლარს. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ აუდიტორთა მონაცემები გამოქვეყნებული იქნება www.rs.ge - ზე და გადასახადის გადამხდელს, შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, უფლება ეძლევა აირჩიოს კერძო აუდიტორი, რომელიც ჩაატარებს საგადასახადო აუდიტს. აუდიტორის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად, იწერება შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზე გადამხდელი უფლებამოსილია დააზუსტოს დეკლარაცია და აღიაროს საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის არ დაეკისრება ჯარიმა.

შემოწმების პროცესში, აუდიტორს უფლება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს მისი თანდასწრებით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება, რომლის შედეგად გამოვლენილ ზედმეტობაზე ან/და დანაკლისზე ასევე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები.

ზემოაღნიშნული აუდიტორიული მომსახურების ანაზღაურება მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, რომლის ოდენობაც დგინდება ურთიერთშეთანხმების შედეგად.

მონაწილეობის პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: audit@rs.ge ან წარმოადგინოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მის: ქ. თბილისი, გულუას ქ. №4.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: