Privé პირადი საგადასახადო მრჩეველი

 
Privé სერვისი
Privé არის შემოსავლების სამსახურის პერსონალური მომსახურების პაკეტი, რაც გულისხმობს გადასახადის გადამხდელების მომსახურებას პირადი საგადასახადო მრჩევლის მეშვეობით. Privé  სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ გადამხდელს, ვისთვისაც საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია მაქსიმალური კომფორტი, პროცედურათა სიმარტივე და დროისა და მატერიალური რესურსების დაზოგვა. 

 
 
რაში დამეხმარება Privé სერვისი?
Privé სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ გეყოლებათ პირადი საგადასახადო მრჩეველი, რომელიც დაგეხმარებათ საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებაში და თქვენთვის მონიჭებული უფლებებით სრულად სარგებლობაში. პირადი საგადასახადო მრჩეველი გაგიადვილებთ ურთიერთობას საგადასახადო ორგანოსთან, იქნება რა დამაკავშირებელი რგოლი თქვენსა და  შემოსავლების სამსახურს შორის. 

 
 
Privé სერვისის უპირატესობები
  • კანონმდებლობის ცვლილების თაობაზე გადამხდელის ინფორმირება
  • გადამხდელისათვის საგადასახადო ორგანოს პოზიციის მიწოდება
  • გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგების დროული განხორციელების ხელშეწყობა
  • საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობა
  • საჯარო ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა
  • საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების ორგანიზება
  • ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცედურების განხორციელებაში ხელშეწყობა
  • გადამხდელთან პირადი საგადასახადო მრჩევლის ვიზიტების შესაძლებლობა

 
 
ვინ არის პირადი საგადასახადო მრჩეველი?
თქვენ მოგემსახურებათ საგანგებოდ შერჩეული და მომზადებული, საგადასახადო სფეროში გამოცდილი  პირადი მრჩეველი, რომელიც ინდივიდუალურად შეისწავლის კონკრეტულ საკითხებს, დაგეხმარებათ ვალდებულებების სწორად განსაზღვრაში და ორიენტირებული იქნება თქვენს მოთხოვნებსა და საქმიანობის სფეროზე.
პირადი საგადასახადო მრჩეველი იქნება  მთავარი საკონტაქტო პირი, რომელიც მოგემსახურებათ სასურველ დროს, გაგიმარტივებთ ურთიერთობას შემოსავლების სამსახურთან და დაგეხმარებათ საქმიანობის წარმართვაში. 

 
 
როგორ მივიღებ პირადი საგადასახადო მრჩევლის კონსულტაციას?
პირადი საგადასახადო მრჩეველი მოგემსახურებათ თქვენთვის სასურველ დროს, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დისტანციურად:
  • ტელეფონით
  • ვიდეო თვალით
  • ელ–ფოსტით
  • Live Chat–ით

საკონტაქტო ინფორმაცია:
  • გულუას ქ. 4
  • ტელ: 226 22 27;    226 22 28 
  • ელ. ფოსტა:  prive@rs.ge
     
 
მომსახურების ტარიფები
გადამხდელის სტატუსი მომსახურების ვადა ფასი
მსხვილი გადამხდელის სტატუსის  ან/და  3 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი
1 წელი
3 000 ლარი
1 000 000–დან  3 000 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირი
1 წელი
2 000 ლარი
სხვა პირი
1 წელი
1 000 ლარი