უბნის საგადასახადო ოფიცერი ეს არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო უბანზე არის მიმაგრებული და უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე მოქმედი გადასახადის გადამხდელის კონსულტირებას საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
უბნის საგადასახადო ოფიცერი გადაადგილდება ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რომლის საშუალებითაც უკავშირდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემას/ბაზას და გადამხდელს ადგილზე უწევს სხვადასხვა სახის მომსახურებას.
უბნის საგადასახადო ოფიცრის საქმიანობის ამოცანას საგადასახადო დარღვევების პრევენცია წარმოადგენს და მას არ აქვს გადამხდელის დაჯარიმების უფლება.
რაში ეხმარება უბნის საგადასახადო ოფიცერი გადასახადის გადამხდელს?
-
პასუხობს გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციულ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს
-
რეკომენდაციას უწევს გადამხდელს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობასთან დაკავშირებით
-
გადამხდელებს აწვდის ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ
-
ახორციელებს ვადაგასულ ან/და შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტების შედგენის და დადასტურების პროცედურებს ;
-
ეხმარება გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრში მიუსვლელად , ადგილზე მიიღოს სხვადასხვა მომსახურება (მაგ. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის და მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება/გაუქმება.) და ადგილზე მიიღოს მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი
-
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაში სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში (კერძოდ, გადამხედელი არ არის რეგისტრირებული, არ აქვს სალარო აპარატი ) - მიუთითებს გადამხდელს დარღვევის არსებობაზე, შესაბამისი დოკუმენტის შედგენის საფუძველზე განუსაზღვრავს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად. ამ ვადის მოქმედების პერიოდში, აღნიშნული დარღვევისათვის გადასახადის გადამხდელი არ ჯარიმდება;
გადასახადის გადამხდელის სარგებელი უბნის საგადასახადო ოფიცერთან თანამშრომლობით?
-
საგადასახადო ოფიცერთან თანამშრომლობით, გადამხდელი თავიდან იცილებს საგადასახადო სამართალდარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ სანქციებს/ჯარიმებს.
-
გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, კონსულტაციის მისაღებად ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს უბნის საგადასახადო ოფიცერს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უბნის საგადასახადო ოფიცრის მიერ გაწეული კონსულტაცია და მომსახურება არის სრულიად უფასო.
თქვენ იწყებთ სამეწარმეო საქმიანობას და ჯერ არ სარგებლობთ უბნის საგადასახადო ოფიცრის მომსახურებით?
-
შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს უბნის საგადასახადო ოფიცრის ვიზიტს თქვენს ობიექტზე, რომელიც გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას. ქვემოთ მოცემული სიიდან შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ უბანი ან რეგიონი და დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე.
<
|
სამმართველოს უფროსი
|
გიორგი ბერძენიშვილი
|
577 773 999
|
სამმართველოს უფროსის მოადგილე
|
კახაბერ ფიჩხაია
|
577 055 717
|
სექტორის უფროსი
გლდანი-ნაძალადევის სექტორი
|
დავით ჩიქოვანი
|
577 055 899
|
სექტორის უფროსი
დიდუბე-ჩუღურეთის სექტორი
|
ელენე გოგოლაძე
|
577 053 904
|
სექტორის უფროსი
ისანი-სამგორის სექტორი
|
არჩილ მამულაშვილი
|
577 055 712
|
სექტორის უფროსი
ვაკე-საბურთალოს სექტორი
|
სერგო ჯინჭარაძე
|
577 055 797
|
სექტორის უფროსი
ძველი თბილისის სექტორი
|
თემურ ეზუგბაია
|
577 055 706
|
სექტორის უფროსი
მცხეთა-მთიანეთის სექტორი
|
ირაკლი იობაშვილი
|
5 77 055 575
|
სექტორის უფროსი
აჭარა
|
დავით ბაჯელიძე
|
577 055 873
|
სექტორის უფროსი
ქვემო ქართლი
|
ზვიად ჭუნაშვილი
|
577 054 486
|
სექტორის უფროსი
იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი |
პარმენ მარგველიძე |
577 054 999 |
სექტორის უფროსი
გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი
|
თენგიზ ჭითანავა
|
577 055 620
|
სექტორის უფროსი
შიდა ქართლი
|
ანდრო მინდიაშვილი
|
577 055 650
|
სექტორის უფროსი
სამცხე-ჯავახეთი
|
ვასილ ივანიძე
|
577 055 738
|
სექტორის უფროსი
კახეთი
|
ზაქარია კაკოშვილი
|
577 055 819
|
|