თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას, აგრეთვე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით რეალიზებულ იქნეს:
 

  • უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე.
  • საქართველოს საქონელი.

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. 
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის შეტანისას წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა. 
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს ნებისმიერი საქონელი, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლისა. 
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის ნებართვა გაიცემა – 5 წლის ვადით.
ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

  • „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობისათვის დადგენილი ოდენობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) (ქაღალდზე ამობეჭდილი ან ელექტრონული) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი შესაბამისი განმარტებებით,
  • რომლებითაც დასტურდება, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი მდებარეობს ან იქნება კონტროლის ზონაში;
  • „„თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად გარანტია – 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარში. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები, ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში“.
  • წერილობით დადასტურებული ვალდებულება, რომ კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ნებართვის მფლობელი უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სახელმწიფო კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსის, მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების საგადასახადო ორგანოსათვის უსასყიდლოდ გამოყოფასა და ნებართვის მოქმედების ვადაში მათ ფუნქციონირებას;
  • ინფორმაცია კონტროლის ზონაში (სავაჭრო დარბაზების გარდა, ობიექტის სხვა მონაკვეთებზე) დაშვებულ პირთა (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მომუშავე პერსონალი) შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში წარდგენა;
  • წერილობით დადასტურებული ვალდებულება, რომ პუნქტში გაიყიდება მხოლოდ ის საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა არ არის აკრძალული;
  • განსაზღვრულ შემთხვევაში – დოკუმენტი ობიექტის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);
  • განსაზღვრულ შემთხვევაში – ობიექტის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.), რომელიც ანიჭებს ნებართვის მაძიებელს უფლებას, გაყიდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტში ექსკლუზიურად.