რა დოკუმენტების წარედგენაა საჭირო საზღვარზე?
-
საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი
-
საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი
-
საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები
-
სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები
-
საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
-
საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება;
-
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
-
სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
-
საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს -ლიცენზია /ნებართვა /სერტიტიფიკატი
რა ვადაში უნდა წარედგინოს ზემოაღნიშნული დოკუმენტები?
-
„საქონლის ზოგადი დეკლარირების მიზნით, ზემოაღნიშნული დოკუმენტები პორტალს წარედგინება საქონლის შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას“.
-
თუ ზოგადი დეკლარირების ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, დეკლარანტს მათ წარსადგენად ან საქონლის უკან გასატანად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა გრძელდება დეკლარაციის წარდგენამდე.
-
თუ ზემოაღნიშნულ ვადებში დეკლარანტმა არ წარადგინა შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, ან არ განახორციელა საქონლის უკან გატანა, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.
როგორ ხორციელდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე კონტროლი?
ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში.
-
თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
რა ვადაში უნდა განხორციელდეს საქონლის დეკლარირება?
-
ზოგადი დეკლარირებიდან 30 დღეში
-
შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა, ან გაზარდოს 60 დღით.
-
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 45 კალენდარული დღით.
-
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
-
საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში - ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
ვინ ავსებს სასაქონლო დეკლარაციას?
-
დეკლარანტი, იმ შემთხვევაში თუ:
-
ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
ბ)პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში.
-
მისი წარმომადგენელი თუ ;
-
ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA-ში.“;
-
-
საგადასახადო ორგანო
-
ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების დეპარტამენტს ან თავისუფალი ზონის პორტალს დეკლარაციის შევსების თაობაზე;
ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.
-
იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანისას, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს გამარტივებული დეკლარაციის შევსების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად არეგისტრირებს და ამობეჭდავს დეკლარანტის განაცხადს, ხოლო დეკლარანტს დეკლარაციის ამობეჭდვა შეუძლია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან (www.rs.ge ), განაცხადზე დაფიქსირებული შტრიხ-კოდისა და უნიკალური ნომრის მეშვეობით.
-
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილ სხვა საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის შევსება და წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
რა დოკუმენტები წარედგინება საქონლის გაფორმებისას?
საქონლის გაფორმებისას, სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად უნდა წარედგენოს:
-
საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი;
-
სატრანსპორტო დოკუმენტი;
-
საჭიროების შემთხვევაში − დამატებით ლიცენზია /ნებართვა /სერტიტიფიკატი ;
შესაძლებელია პორტალში საქონლის გაფორმება?
პორტალებში შესაძლებელია გაფორმდეს:
-
10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელი (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი“);
-
საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი ნებისმიერი ღირებულების საქონელი ;
-
უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის 15 000 ლარამდე ღირებულების საქონელი (სატრანსპორტო საშუალების, აქციზური საქონლისა და კვების პროდუქტების გარდა) ;
-
საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას პირის მიერ შემოტანილი საქონელი;
-
დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში);
-
სგპ „ბათუმის პორტში“ ან სგპ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.
რა გადასახდელებს იხდის პირი საქონლის იმპორტისას?
საქონლის იმპორტისას პირი იხდის:
„საქონლის კლასიფიცირების გათვალისწინებით, საქონლის იმპორტისას პირს შესაძლებელია წარმოეშვას შემდეგი გადასახდელების გადახდის ვალდებულება:“
რა ვადებში ხდება იმპორტის გადასახდელების გადახდა?
-
საქონლის წინასწარ დეკლარირებისას – გაშვებიდან 15 კალენდარულ დღეში;
-
საქონლის შემოტანის შემდეგ დეკლარირებისას – გაშვებიდან 5 კალენდარულ დღეში;
-
„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე – გაშვებიდან 30 კალენდარულ დღეში
|