სატრანსპორტო დოკუმენტი:
-
„საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი“
-
საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი.
-
საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები.
-
სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
შენიშვნა:
საჭიროების შემთხვევაში დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ლიცენზია /ნებართვა /სერთიტიფიკატი .
ნებართვები რომლებიც გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ:
-
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
-
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
-
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
-
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა.
-
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.
-
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის, ნებართვა.
ნებართვა რომლებიც გაიცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ:
ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ნებართვა.
ნებართვები რომლებიც გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ:
-
იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის ნებართვა.
-
სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტის ნებართვა.
ნებართვები რომლებიც გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ:
-
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა.
-
საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა.
შენიშვნა:
ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისას დამატებით მოითხოვება იმ ქვეყნის სერტიფიკატი საიდანაც მოდის საქონელი.
|