პროცედურები საზღვარზე

პორტალში მოწმდება:
  • მძღოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები
  • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის მთლიანობა
  • საჭიროების შემთხვევაში, სატვირთო ნაწილზე დაედება დამატებითი ლუქი
ლუქის დაზიანების შემთხვევაში:
  • სატრანსპორტო საშუალება გაიშვება დათვალიერების აქტის მიხედვით
  • ადგილზე დათვალიერების შეუძლებლობისას სატრანსპორტო საშუალება ილუქება და მოწმობით გადაადგილდება დათვალიერების ადგილზე
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე კონტროლი ხორციელდება:
  • აღრიცხვის მოწმობით - სატვირთო ავტომანქანით შემოტანილი საქონელის
  • TIR-წიგნაკის გამოყენებით - TIR - ით გადაადგილებული სატვირთო ავტომანქანით შემოტანილი საქონელის
  • შსს-ს ბაზაში ინფორმაციის ასახვით - მსუბუქი ავტომანქანის იმპორტის
შემოტანილ საქონელზე დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება:

სავალდებულო დათვალიერებას ან/დასინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას რომლის საფუძველზეც გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა.