ვადები

საქონლის შემოტანისას რა ვადაში უნდა მოხდეს საზღვარზე დოკუმენტების წარდგენა?
რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე?
  • საქონლის ზოგადი დეკლარირების მიზნით, საზღვარზე დოკუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს საქონლის შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
  • თუ ზოგადი დეკლარირების ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, დეკლარანტს მათ წარსადგენად ან საქონლის უკან გასატანად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა. საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე აღნიშნული ვადა გრძელდება დეკლარაციის წარდგენამდე;
  • თუ დეკლარანტი ზემოაღნიშნულ ვადებში არ წარმოადგენს შესაბამის ნებართვას/სერტიფიკატს ან არ განახორციელებს საქონლის უკან გატანას, შემოსავლების სამსახური მოახდენს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას;
  • სატვირთო ავტომობილით საქონლის შემოტანისას − არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა (100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით);
  • სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე - 10 კალენდარულ დღეში;
  • ნავთობპროდუქტების შემოტანისას - 5 კალენდარულ დღეში;
  • ცარიელი სატვირთო ავტომობილის გადაადგილებისას − 45 კალენდარულ დღეში;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტი შემოყვანიდან 90 კალენდარულ დღეში;
  • სხვა შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანიდან 45 კალენდარულ დღეში;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, გამოცხადების 45 დღიან ვადას დაემატება დროებით შენახვის ვადა;
  • მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების 45 დღიანი ვადა შესაძლებელია გაიზარდოს არა უმეტეს 90 დღემდე, ამასთან, საფასური შეადგენს:
  • - ვადის არა უმეტეს 5 კალენდარული დღით გაგრძელებისას – დღეში 20 ლარს;
    - ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გაგრძელებისას – 100 ლარს + ყოველ დღეზე 10 ლარი.
პორტალიდან დანიშნულების ადგილზე საქონლის/ სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადებია:
  • სატვირთო ავტომანქანით შემოტანილ საქონელზე- არა უმეტეს 10 კალენდარული დღე (100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით)  
  • სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე -  10 კალენდარულ დღე
  • ნავთობპროდუქტების შემოტანისას - 5 კალენდარული დღე
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანისას - 45 კალენდარული დღე
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის შემოტანისას -  90 კალენდარული დღე

 

შენიშვნა:
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით

რა ვადაში უნდა განხორციელდეს საქონლის დეკლარირება?:
რა ვადაში ხდება იმპორტის გადასახდელების გადახდა?
  • ზოგადი დეკლარირებიდან 30 დღეში;
  • შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა, ან გაზარდოს 60 დღით;
  • საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში საქონლის დეკლარირების ვადა იზრდება 5 კალენდარულ წლამდე;
  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 45 კალენდარული დღით;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში;
  • საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
  • საქონლის შემოტანის შემდეგ დეკლარირებისას – გაშვებიდან 5 კალენდარულ დღეში;
  • საქონლის წინასწარ დეკლარირებისას – გაშვებიდან 15 კალენდარულ დღეში;
  • „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონლის გაშვებიდან – 30 კალენდარულ დღეში.

 

დეკლარაცია შეიძლება შეივსოს :
  • დეკლარანტის ან მისი წარმომადგენელი ანსაგადასახადო ორგანოს მიერ (როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე);
საქონლის გაფორებისას სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნას

საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
სატრანსპორტო დოკუმენტი

შენიშვნა:
საჭიროების შემთხვევაში დამატებით ლიცენზია /ნებართვა /სერთიტიფიკატი
 

პორტალებში გამარტივებული დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში შესაძლებელია გაფორმდეს:
  • საავტომობილო მიმოსვლის პორტალებში 3 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელი
  • საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი ნებისმიერიღირებულების საქონელი
  • უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის 15 000 ლარამდე ღირებულების საქონელი
  • საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას პირის მიერ შემოტანილი საქონელი

საქონლის შემოტანის შემდეგ დეკლარირებისას გაშვებიდან– 5 კალენდარული დღეში

საქონლის წინასწარ დეკლარირებისას გაშვებიდან– 15 კალენდარული დღეში

„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონლის გაშვებიდან – 30 კალენდარული დღეში

პირი იმპორტისას დღგ-ს არ იხდის თუ მის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს