გამარტივებული პროცედურები

შესაძლებელია თუ თქვენ მიიღებთ ,,ოქროს სიის’’ მონაწილის სტატუსს

შემოსავლების სამსახური პირს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს ანიჭებს თუ:
  • მის მიერ ერთი წლის განმავლობაში იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულება - არანაკლებ 5,0 მლნ ლარია და გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობა – არანაკლებ 900 000 ლარია, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი აქვს არანაკლებ 100 სასაქონლო დეკლარაცია.
  • არა აქვს საგადასახადო სამართალდარღვევა „ბოლო 6 თვის განმავლობაში არა აქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით (როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს) და 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის“
  • რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

 

„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონელი ან წინასწარ დადეკლარირებული საქონელი (მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში) შესაძლებელია პირდაპირ გადაადგილდეს იმპორტიორის საწყობში

თავისუფალ მიმოქცევში გაშვებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები შესაძლებელია გადახდილი იქნეს საქონლის გაშვებიდან 30 კალენდარული დღეში

„გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად,  ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს“.