ექსპორტი

სად და როგორ დეკლარირდება საქონელი?
  • პორტალში ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით:
    • სასაქონლო დეკლარაციით;
    • სასაქონლო ზედნადებით;
  • ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის გატანისას ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას:
    • გამარტივებული დეკლარაციით;
    • ფიზიკური პირის დეკლარაციით;
    • ან ზეპირი დეკლარირებით
  • სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისას
    • ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით
  • გაფორმების ეკონომიკურ ზონაში:
    • სასაქონლო დეკლარაციით ან
    • ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით
დამატებით რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო სასაქონლო დეკლარაციაზე?
  • სასაქონლო დეკლარაციაზე დამატებით წარედგინება:
    • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი
    • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი
    • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები
    • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები
  • საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
    • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან
    • ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)
    • სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი
  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპორტის შემთხვევაში, დამატებით წარედგინება შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი“
ექსპორტისას, ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა ასლების სახითაა შესაძლებელი თუ ორიგინალის წარდგენაა უცილებელი?
  • ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით
რა ვადაში და როგორ ხორციელდება საქონლის დეკლარირება?
  • ექსპორტში საქონლის დეკლარირების ვადებია:
    • კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში არა უგვიანეს 30 სამუშაო დღე
    • საქონლის საწყობში დროებით შენახვისას განაცხადის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წელი
    • გარე გადამუშავების მიზნით საქონელის ექსპორტისას გადამუშავების ვადის გასვლამდე
ვინ ავსებს სასაქონლო დეკლარაციას?
  • დეკლარანტი, თუ:
    ა) დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
    ბ) გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში.
  • მისი წარმომადგენელი, თუ:
    ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
     ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA-ში.;
  • საგადასახადო ორგანო  
    ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების დეპარტამენტს ან თავისუფალი ზონის პორტალს დეკლარაციის შევსების თაობაზე;
    ბ)  საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე“.
რა ვადაში უნდა წარედგინოს პორტალს დეკლარირებული საქონელი?
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი დეკლარირებიდან 10 კალენდარულ დღეში
  • ექსპორტში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება 45 კალენდარულ დღეში
შესაძლებელია თუ არა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით?
  • დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
    • გარე გადამუშავება
    • თავისუფალი ზონა
სად შეიძლება დასაწყობდეს ექსპორტში მოქცეული საქონელი?
  • ექსპორტში მოქცეული საქონელი შესაძლებელია დასაწყობდეს
    • საწყობში
    • ტერმინალში
    • შენახვის სხვა ადგილზე
წარედგინება თუ არა დროებით შენახვის განაცხადი?
  • დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული დეკლარაციით
რა ვადით შეიძლება ინახებოდეს ექსპორტში მოქცეული საქონელი?
  • ექსპორტში მოქცეული საქონელი შეიძლება დროებით ინახებოდეს საბაჟო საწყობში არა უმეტეს 120 დღისა.
რა გადასახადებია დაწესებული საქონლის ექსპორტის დროს?

საქონლის ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახდელებისაგან.   „შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება შემდეგი მოცულობით:  
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 160 ლარის ოდენობით  
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით  
გ) ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 50 ლარის ოდენობით“.