რეექსპორტი

როდის არის შესაძლებელი რეექსპორტის განხორციელება?
  • რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს:
    • როდესაც დეკლარანტი პორტალშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე.
    • როდესაც განზრახულია:
      • საწყობის
      • შიდა გადამუშავების
      • დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი
    • როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოში შემოტანიდან დადგენილ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა)
    • როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული:
      • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოსვლიდან 45 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს ტერიტორიას
      • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავის მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია)90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას
    • როდესაც ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ფიზიკური პირის დეკლარაციით ან მოწმობის გაცემით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი
    • როდესაც დადგინდება, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს.ამ შემთხვევაში:
      • საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე
      • შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება
      • საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში
      • სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი
      • ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
    • როდესაც საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის იმპორტის სასაქონლო დეკლარაცია ცნობილია ბათილად, ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად
რა დოკუმენტები უნდა წარედგინოს საზღვარზე რეექსპორტისას ?
  • რეექსპორტისას საზღვარზე წარედგინება:
    • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი
    • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი
    • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები
    • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები
  • საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი(ასეთის არსებობის შემთხვევაში):
    • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება
    • ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)
    • სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ლიცენზია /ნებართვა /სერტიფიკატი
რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით:
  • ავარიის ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს, მძღოლმა უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
  • სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში) გადატვირთვა შესაძლებელია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში.
  • თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
როგორ ხორციელდება რეექსპორტის დეკლარირება?
  • პორტალში მოწმობის წარდგენით:
    • თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია
    • უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის გატანისას
  • გაფორმების ორგანოში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით:
    • საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გატანისას
    • შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გატანისას
    • დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სასაქონლის გატანისას (დროებით შემოტანის ოპერაციაში სასაქონლო დეკლარაციით მოქცეული საქონლის შემთხვევაში)
    • საქართველოს საქონლის გატანისას
  • პორტალში დამოწმებული ფიზიკური პირის დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით ― ფიზიკური პირის მიერ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული, ბარგით ან ხელბარგით დროებით შემოტანილი საქონლის გატანისას
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით ― საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტისას
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით - შსს-ს სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტისას
  • რეექსპორტის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით
  • იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი
  • დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტისას დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა და საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის
რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე ?
  • საქონლის/სატრანსპორტო საშუალების პორტალამდე მიტანის ვადები:
    • სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონელი პორტალს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში
    • თუ საწყობში დროებით შენახულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება პორტალს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში
    • რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების პორტალამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს