ტრანზიტი

რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო საზღვარზე ტრანზიტისას?
  • ტრანზიტისას საზღვარზე წარედგინება:
    • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი
    • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი
    • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები
    • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები
  • საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
    • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება
    • ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)
    • სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს):
    • ლიცენზია /ნებართვა /სერტიფიკატი
რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე ?
  • ტრანზიტისას დანიშნულების ადგილზე საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადებია:
    • საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას 20 კალენდარულ დღე
    • სეს ესნ-ის 8702 (ავტობუსი) ან 8703 (მსუბუქი ავტომობილი) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა არა უმეტეს 45 კალენდარული დღე
ვინ არის პასუხისმგებელი პირი საქონლის ტრანზიტით გადაადგილებისას?
  • საქონლის ტრანზიტით გადაადგილების დროს წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირია – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი.
რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით:
  • ავარიის ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს, მძღოლმა უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
  • სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში) გადატვირთვა შესაძლებელია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში
  • თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად
როგორ ხორციელდება საქონლის დეკლარირება ტრანზიტში?
  • ტრანზიტში საქონელი დეკლარირდება:
    • TIR-წიგნაკით
    • აღრიცხვის მოწმობით TIR-წიგნაკის არქონის შემთხვევაში
    • შსს-ს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი:
      • ავტოსატრანსპორტო საშუალების
      • მისაბმელის
      • ნახევრადმისაბმელის
      • ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანილი დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში
რა შემთხვევაში ხორციელდება საქონლის დეკლარირება ტრანზიტში სასაქონლო დეკლარაციით?
  • საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილების შემთხვევაში
  • საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი საქონლის (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) შემთხვევაში
  • თუ საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით
რომელი საქონელი შეიძლება მოექცეს ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში?
  • ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს:
    • საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი
    • აგრეთვე სხვა სასაქონლო ოპერაციაში (დროებითი შემოტანის, ექსპორტის, შიდა გადამუშავების და გარე გადამუშავების გარდა) მოქცეული უცხოური საქონელი, თუ წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები
რა დოკუმენტები უნდა წარედგინოს საზღვარზე დანიშნულების პორტალის ცვლილებისას ტრანზიტის დროს?
  • დანიშნულების პორტალის შეცვლისას საზღვარზე წარედგინება:
    • დანიშნულების ქვეყნის შეცვლის დამადასტურებელი სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წინმსწრები სატრანსპორტო დოკუმენტის შესახებ მონაცემები (ნომერი, გაცემის თარიღი)
როგორ ხორციელდება საქონლის დროებითი შენახვა ტრანზიტისას?
  • ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.
როგორ ხორციელდება ავტომობილების გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში TIR წიგნაკის კონტროლიდან მოხსნა?
  • TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის პორტალი, რომლის გავლითაც ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას. ამ მიზნით, გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ პორტალს წარედგინება სასაქონლო პარტიაში შემავალ ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაფორმებული სასაქონლო დეკლარაციების ეგზემპლიარები.
როგორ სრულდება ტრანზიტი?
  • ტრანზიტი სრულდება:
    • სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით და საქონლის გატანით
    • პორტალში შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნით და საქონლის გატანით
    • საქონლისათვის სხვა სასაქონლო ოპერაციის შერჩევით
    • პორტალში TIR-წიგნაკის წარდგენით
    • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით (ცარიელი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას)
  • ტრანზიტის დასრულება როგორც წესი, ხორციელდება პორტალში, საიდანაც ხდება საქონლის გატანა, ხოლო სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საბაჟო ორგანოში, სადაც ხდება სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება
სად და როგორ ხორციელდება გზათსარგებლობის საფასურის გადახდა?
  • საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გა¬და-ზიდვისათვის, ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გზათსარგებლობის საფასუ¬რი შეადგენს 200 ლარს
  • გზათსარგებლობის საფასური გადაიხდევინება 302003277 სახაზინო კოდზე
  • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის ტრანზი-ტულად გადაზიდვისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელი /მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:
    • უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში
    • შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი
    • ტერიტორიის დატოვებისას პორტალში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამა¬დას¬¬ტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი
  • წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ქვეყნის ტერიტორიას ვერ დატოვებს
რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან?


გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავი¬სუფლდება პირი, რომელიც ახორციელებს ტვირთის გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული პორტალიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე კონტროლის ზონაში ან პირიქით.